პროდუქტის შესახებ
შმაგას ფესვების თხევადი ნაყენი, ალკალოიდების ექვივალენტი, ატროპინზე-ერგოტამინის ტარტრატზე-ფენობარბიტალზე გადაანგარიშებით
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: შმაგას ფესვების თხევადი ნაყენი, ალკალოიდების ექვივალენტი, 0,1მგ ატროპინზე, 0,3მგ ერგოტამინის ტარტრატზე, 20მგ ფენობარბიტალზე გადაანგარიშებით ერთ ტაბლეტში. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: ხორბლის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო. გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, აკაციის ფისი, ვარდისფერი საღებავი ოპალუქსი AS-24825 (საქაროზა, ?171, ?120, ?124, ?1201, ?211, ?132), მაკროგოლი 6000, გლიცეროლი.
ჩვენებები: ბელერგამინი–კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა. მის შემადგენლობაში, მოქმედი ნივთიერებების სახით შედის შმაგას ალკალოიდები, ერგოტამინი და ფენობარბიტალი. მცენარე შმაგას ალკალოიდები ხსნიან კუჭის და ნაწლავების, შარდ-გამომყოფი გზების და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების სპაზმს. თრგუნავენ სეკრეციას მრავალ ორგანოში, რაც ხელს უწყობს კუჭის მომატებულ სეკრეციასთან დაკავშირებული მდგომარეობის კონტროლს. ერგოტამინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, თავის ტვინის სისხლძარღვების ჩათვლით და გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა შაკიკი. ფენობარბიტალი ამცირებს ტვინის და ნერვულ აქტივობას და იწვევს დამამშვიდებელ ეფექტს. ბელერგამინი გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის (შაკიკი), კლიმაქტერული სინდრომის (წამოხურება, შფოთვა, მომატებული ოფლიანობა, უძილობა) სიმპტომური მკურნალობისთვის; ვეგეტატურ სიმპტომატიკაზე ზემოქმედებისათვის (შფოთვა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სპაზმები), გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ ფუნქციური დარღვევისას.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ბელერგამინის ნებისმიერი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ; თუ პაციენტს აქვს ალერგია ბარბიტურატების ან ჭვავის რქის პრეპარატების მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია; სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტაქიკარდია; თრომბოფლებიტები; პორფირია; ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებები; დახურულ კუთხოვანი გლაუკომა; წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და სხვა ობსტრუქციული უროპათია; სეფსისი; ჰიპერთირეოიდიზმი; ფილტვების დაავადებები, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობა. ბელერგამინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ალკოჰოლიზმის ან წამლების ჭარბი გამოყენების ან წამალდამოკიდებულების ანამნეზით.ბელერგამინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად: ბელერგამინით მკურნალობისას არ უნდა მოხდეს სპირტიანი სასმელის მიღება. ალკოჰოლმა შესაძლებელია გააძლიეროს მისი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა. არ უნდა მოხდეს კოფეინის შემცველი სასმელების მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, ფიქრობს, რომ არის ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას ან ბავშვი ჰყავს ბუნებრივ კვებაზე, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს. ბელერგამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. თუ პაციენტი დაორსულდა ბელერგამინის მიღების პერიოდში, საჭიროა ექიმთან მიმართვა. ბელერგამინის აქტიური ნივთიერებები აღწევენ დედის რძეში და შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ლაქტაციაზე მყოფ ბავშვზე. თუ ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე, მკურნალობის საკითხს განიხილავს ექიმი. მან შესაძლოა მიიღოს ბუნებრივი კვების ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122724
ჯენერიკი
შმაგა+ერგოტამინი+ფენობარბიტალი