ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას - კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა.
უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
დოზირების რეჟიმი პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები იშვიათად - ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის ეთილის სპირტი.