აფრინი დამატენიანებელი სპრეი ცხვირის 0.05% 15მლ ფლაკონი #1
აფრინი დამატენიანებელი სპრეი ცხვირის 0.05% 15მლ ფლაკონი #1

აფრინი დამატენიანებელი სპრეი ცხვირის 0.05% 15მლ ფლაკონი #1

კანადა

ფამარი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1მლ სპრეი შეიცავს: ნაზალური სპრეი: მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591) 30მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 0,975მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 5,525მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი 0,3მგ, მაკროგოლ-1450 50მგ, პოვიდონ-K29-32 30მგ, ბენზილის სპირტი 2,5მგ, ლიმონის არომატიზატორი 1,5მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი 1,471მგ, გლიცეროლი 5მგ, გასუფთავებული წყალი q.s. 1მლ-მდე.
ნაზალური სპრეი (გვირილის): მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591) 30მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი 0,975მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი 5,525მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი 0,3მგ, მაკროგოლ-1450 50მგ, პოვიდონ-K29-32 30მგ, ბენზილის სპირტი 2,5მგ, გვირილის არომატიზატორი 0,2მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი 1,471მგ, გლიცეროლი 5მგ, გასუფთავებული წყალი q.s. 1მლ-მდე.აღწერილობა: ნაზალური სპრეი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გელისმაგვარი სუსპენზია დამახასიათებელი ციტრუსის სუნით.
სპრეი ნაზალური (გვირილის): თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გელისმაგვარი სუსპენზია.

ჩვენებები: ალერგიული და-ან ინფექციურ-ანთებითი ეტიოლოგიის რინიტის (გაციების), სინუსიტის, ევსტაქიის, თივის ცხელების სიმპტომური თერაპია. ოტიტი (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირება). სეკრეტის გადინების შემსუბუქება ცხვირის პარანაზალური სინუსების დაავადებისას. ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ ავადმყოფის მომზადება.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა სიმპათომიმეტური საშუალებების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენება პრეპარატის მიღებამდე 2 კვირით ადრე და მათი მოხსნიდან 2 კვირის განმავლობაში; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ქირურგიული ჩარევები თავის ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში); ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობა; ატროფიული (მშრალი) რინიტი; მწვავე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა; მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის მოხმარება ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მაშინ როცა პრეპარატის გამოყენების მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისა ან ჩვილის პოტენციურ რისკს. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის ან პლაცენტარული სისხლის დინების შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლის დენის შემცირება.

გამოყენების მეთოდი და დოზები: ინტრანაზალურად.
ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შეანჯღრიონ სპრეის ფლაკონი.
სპრეის პირველივე გამოყენების შემდეგ აუცილებელია მოახდინონ მისი ,,დაკალიბრება” გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით. მოზრდილებსა და ბავშვებში 10 წლიდან-1-2 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში 12 საათიანი ინტერვალით. 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებში-თითო შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში 12 საათიანი ინტერვალით. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
თუ სიმპტომები ძლიერდება ან 3 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ მოხდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. რეკომენდებული დოზებით, ექიმის კონსულტაციის გარეშე, გამოიყენება არაუმეტეს 7 დღეზე მეტხანს. პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის ,,დაცობის” შეგრძნება შეიძლება კვლავ გამოვლინდეს ან გაუარესდეს. ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფამარი
ქვეყანა
კანადა
ჯენერიკი
ოქსიმეტაზოლონი
დოზა
0.05%
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი