შემადგენლობა: ნაფტიფინი ჰიდროქლორიდი 10 მგ ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. გამოყენების ჩვენებები : - კანისა და კანის ნაკეცების სოკოს ინფექციები (tinea corporis, tinea inquinalis); - თითებსშორისი მიკოზები (tinea manum, tinea pedum); - ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (ონიქომიკოზები); - კანის კანდიდოზები; - ქატოსებრი ლიქენი; - ანთებითი დერმატომიკოზები (თანმდევი ქავილით და მის გარეშე). უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის ან ბენზილის სპირტის (კონსერვანტის) მიმართ, არ შეიძლება პრეპარატის დატანა ნაჭრილობევ ზედაპირზე. სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი. გამოყენების წესი და დოზები: ექსოდერილი® უნდა დატანილი იქნეს კანის დაზიანებულ ზედაპირზე და მის გვერდით უბნებზე დღეში ერთხელ საგულდაგულო გაწმენდის და გაშრობის შემდეგ, დაზიანების ზონის კიდეების გარშემო დაახლოებით 1 სმ-იანი ჯანმრთელი კანის უბნის დაფარვით. მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზებისას - 2 - 4 კვირა (აუცილებლობის შემთხვევაში - 8 კვირამდე), კანდიდოზებისას - 4 კვირა, ფრჩხილების ინფექციებისას უნდა გამოიყენებოდეს დღეში ორჯერ თერაპიის ხანგრძლივობით 6 თვემდე. ინფექციის რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 2 კვირით კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია ექსოდერილის® კრემის თვალებში და ღია ჭრილობებზე მოხვედრა. შენახვის პირობები: სია Б. ინახება 30რС-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქებიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.