ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა; რაქიტის, ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციის და სხვა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაადავებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა; მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია; ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი; მალაბსორბცია; ლაქტოზის აუტანლობა; ვიტამინი D-ს აბსორბციის დაქვეითებით გამოწვეული მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; კანისა და კანის დანამატების დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია. გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია. მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
11 წლიდან 17 წლამდე: 1 საღეჭი აბი დღეში 17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (სხეულის მასის ნორმალური ინდექსით): 1 საღეჭი აბი დღეში 17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (ჭარბი სხეულის მასის ინდექსით): 2-3 საღეჭი აბი დღეში 3 მიღებად (1 აბი დილით, 1 აბი შუადღეს, 1 აბი საღამოს) ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: 1 საღეჭი აბი დღეში მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დღიური დოზებით მიღების შემთხვევაში არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს +25ძС ტემპერატურის პირობებში.
სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
გამოშვების ფორმა: №20 საღეჭი აბი სასიამოვნო ანანასის არომატით. საკვები დანამატი