ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა პლასტიკის ფორმიანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს 28 ან 60 ბლისტერის შემცველ ფოლგის სტრიპს. ყოველი ბლისტერი შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლის სალმატეროლის ქსინაფოატის სახით და 100 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს. პლასტიკის ფორმიანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს 28 ან 60 ბლისტერის შემცველ ფოლგის სტრიპს. ყოველი ბლისტერი შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმატეროლის ქსინაფოატის სახით და 250 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს. პლასტიკის ფორმოანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს 28 ან 60 ბლისტერის შემცველ ფოლგის სტრიპს. ყოველი ბლისტერი შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმატეროლის ქსინაფოატის სახით და 500 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
ფარმაცევტული ფორმა საინჰალაციო ფხვნილი
ჩვენება ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება) სერეტიდი ნაჩვენებია ასთმის (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადების) რეგულარული მკურნალობისთვის ეს შეიძლება მოიცავდეს: პაციენტებს, რომლების იმყოფებიან გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა აგონისტების ეფექტურ ხანგრძლივ შემანარჩუნებელ დოზაზე და იყენებენ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმპტომები კორტიკოსტეროიდების ინჰალაციის მიმდინარე თერაპიის ფონზე. პაციენტებს, რომლებიც იტარებენ რეგულარულ ბრონქოდილატაციურ თერაპიას და საჭიროებენ კორტიკოსტეროიდების ინჰალაციას. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) სერეტიდი ნაჩვენებია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადების რეგულარული მკურნალობისთვის ქრონიკული ბრონქიტის და ემფიზემის ჩათვლით. ნაჩვენებია, რომ ამცირებს სიკვდილიანობას.
დოზირება და მიღება სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციური გამოყენებისთვის. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ სერეტიდი სათანადო ეფექტის მისაღწევად გამოიყენონ რეგულარულად, სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი. საჭიროა ექიმის მიერ პაციენტების რეგულარული შეფასება, რათა სერეტიდის ძალა დარჩეს ოპტიმალური და შეიცვალოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება) დოზის ტიტრაცია საჭიროა უმცირეს დოზამდე, რომელიც ეფექტურია სიმპტომების კონტროლისთვის. როდესაც სიმპტომების კონტროლი ნარჩუნდება დღეში ორჯერ სერეტიდის გამოყენებით, ტიტირაცია შეიძლება მოხდეს უმცირეს ეფექტურ დოზამდე დღეში ერთხელ. პაციენტებმა უნდა მიიღონ სერეტიდის საკმარისი რაოდენობა, რომელიც შეიცავს ფლუტიკაზონის პროპიონატის სათანადო დოზირებას მათი დაავადების სიმწვავისთვის. თუ პაციენტი არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით საინჰალაციო თერაპიისას, სერეტიდით ჩანაცვლებამ კორტიკოსტეროიდების თერაპიულად ეფექტური დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ასთმის კონტროლის გაუმჯობესება. პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ასთმის კონტროლი ხერხდება მხოლოდ კორტიკოსტეროიიდების ინჰალაციური თერაპიით, სერეტიდით ჩანაცვლებისას შესაძლებელია მოხერხდეს კორტიკოსტერიოიდების დოზის შემცირება ასთმის კონტროლისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის.
რეკომენდებული დოზები: მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში ორჯერ ან ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 250 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში ორჯერ ან ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 500 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატე) დღეში ორჯერ. 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები ერთი ინჰალაცია (50 მკგ სალმეტეროლი ან 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატი) დღეში ორჯერ
არ არსებობს მონაცემები სერეტიდის გამოყენების შესახებ 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზაა 50/250 მიკროგრამი -50/500 მიკროგრამი სალმატეროლის/ფლუტიოკაზონის პროპიონატის ერთი ინჰალაცია 2-ჯერ დღეში. დოზით 50/500 მიკროგრამი 2-ჯერ დღეში, სერეტიდი ამცირებს სიკვდილობას . პაციენტთა სპეციალური ჯფუგები პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დოზის ცვლილების აუცილებლობა არ არის.