ვიტაგამა ვიტამინი D3 1000 ს.ე. ტაბლეტები აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი - მშრალი კონცენტრატი
გამოყენების ჩვენებები: - რაქიტის პრევენცია; - D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია აშკარა რისკის მქონე ჯანმრთელ პირებში, რომლებსაც არ აქვთ შეწოვის დარღვევები (D ვიტამინის შეწოვის დარღვევა ნაწლავებში); - ოსტეოპოროზის თანმხლები თერაპია; - რაქიტის პრევენცია დღენაკლულ ბავშვებში.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზა: - რაქიტის პრევენცია - 1/2 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.0125 მგ ან 500 ს.ე. ვიტამინი D3-ს). - D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია აშკარა რისკის მქონე ჯანმრთელ პირებში, რომლებსაც არ აქვთ შეწოვის დარღვევები 1/2 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.0125 მგ ან 500 ს.ე. ვიტამინი D3-ს). - ოსტეოპოროზის თანმხლები მკურნალობა - 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.025 მგ ან 1000 ს.ე. ვიტამინი D3-ს). - დღენაკლულ ბავშვებში რაქიტის პრევენცია - 1 ტაბლეტი ვიტაგამა ვიტამინი D3 (შეესაბამება 0.025 მგ ან 1000 ს.ე. ვიტამინი D3--ს).
მიღების მეთოდი ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
ჩვილები და პატარა ბავშვები ვიტაგამა ვიტამინი D3 განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, რადგან მათ არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა და შეიძლება დაიხრჩონ. ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტის დაფხვნა და მისი შერევა წყალთან ან გამოყენებულ უნდა იქნას წვეთები ან ემულსია. ტაბლეტი უნდა გაიყოს რაც შეიძლება მცირე ნაწილებად, გაისრისოს კოვზის გამოყენებით, შეერიოს მცირე რაოდენობით წყალს ჩაის კოვზზე. შედეგად წარმოიქმნება სუსპენზია (ტაბლეტის ნაწილებისა და წყლის ნარევი). მისი გადაყლაპვა უმჯობესია ჭამის დროს. ჩვილებისათვის რეკომენდებულია, რომ ტაბლეტისგან მიღებული სუსპენზია დაემატოს საკვებს ბოთლში ან ფაფას, თუმცა ამ დროს პრეპარატის სრული მიღება არ არის გარანტირებული. როცა ტაბლეტის მიღება ხდება საკვებთან ერთად, მისი დამატება უნდა მოხდეს მხოლოდ ადუღების შემდეგ. ვიტამინიზირებული საკვების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მასში შემავალი D ვიტამინის რაოდენობა.
მოზრდილები ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ! საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ვიტაგამა ვიტამინი D3-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
შენახვის წესი : მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ინახება არაუმეტეს 25C-ზე. ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.