კლექსიპარინი ხსნარი საინექციო 4000სე/0.4მლ მზა შპრიცი #10
კლექსიპარინი ხსნარი საინექციო 4000სე/0.4მლ მზა შპრიცი #10

კლექსიპარინი ხსნარი საინექციო 4000სე/0.4მლ მზა შპრიცი #10

უკრაინა

ფარმაკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): enoxaparin sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები
ჩვენება:- ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას, რომლებსაც ახასიათებთ ზომიერი ან მაღალი თრომბოგენული რისკები;

- ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის პაციენტებში, მწვავე თერაპიული დაავადებებით: III და IV კლასის გულის უკმარისობა (NYHA კლასიფიკაციით), სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე ინფექციური ან რევმატული დაავადებები, ვენური თრომბოემბოლიის, სულ მცირე, კიდევ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას;

- თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს (პროცედურა საშუალოდ 4 საათი გრძელდება);

- ღრმა ვენების დიაგნოსტირებული თრომბოზის მკურნალობა, რომელსაც თან სდევს ან არ სდევს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და არ ახასიათებს მძიმე კლინიკური სიმპტომები (გარდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას თრომბოლიზური საშუალებებით ან ქირურგიულ ჩარევას);

- არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში;

- შთ სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებშიც შემდგომში შესაძლებელია ჩაუტარდეთ კორონარული ანგიოპლასტიკა ან აღნიშნული პროცედურა არ ესაჭიროებათ.
უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინისადმი, ჰეპარინისა ან მისი წარმოებულებისადმი, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით;

- ანამნეზში მძიმე ფორმის ჰეპარინ-ინდუცირებული II ტიპის თრომბოციტოპენია, გამოწვეული არაფრაქცირებული ან დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენებით

- ჰემორაგიები ან სისხლდენისადმი მიდრეკილება, რაც დაკავშირებულია ჰემოსტაზის დარღვევასთან (ამ უკუჩვენების გამორიცხვა შესაძლებელია თუ აღინიშნება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჰეპარინით მკურნალობასთან

- ორგანოების ორგანული დაზიანებები სისხლდენისადმი მიდრეკილებით;

- კლინიკური მნიშვნელობის აქტიური სისხლდენა;

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში;

- პაციენტებში, რომლებიც ჰეპარინს იყენებენ მკურნალობის და არა პროფილაქტიკის მიზნით, გეგმიური ქირურგიული
ჩარევების დროს ადგილობრივი ანესთეზია არ გამოიყენება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაკი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ენოქსაპარინი ნატრიუმის
დოზა
4000სე/0.4მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
მზა შპრიცი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი