ეპავიტი DHA კაფსულა #30

ეპავიტი DHA კაფსულა #30

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ომეგა 3-110,87 მგ, EPA-59.13მგ, DHA-36,95მგ, ვიტამინი B1 (თიამინ HCl)-1,4მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)-1,4მგ, ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი)-16მგ, ვიტამინი B5 (პანტოთენის მაჟავა)-6მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინ HCl)-1,8მგ, ვიტამინი B7 (ბიოტინი)-0,035მგ, ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა)-0,4მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)-2,5მკგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-50მგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-5მკგ, რკინის ფუმარატი-51,72მგ (ექვივალენტურია-17მგ ელემენტარული რკინის), თუთიის სულფატის მონოჰიდრატი-27,45 მგ (ექვივალენტურია-10მგ ელემენტარული თუთიის), კალიუმის იოდიდი-0,262 მგ(ექვივალენტურია-0,2მგ ელემენტარული იოდის), ნატრიუმის სელენიტი-0,12მგ (ექვივალენტურია-50მკგ ელემენტარული სელენის). დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, ფუტკრის თეთრი ცვილი, მზესუმზირის ზეთი, ლიმონის კანის ზეთი, ტოკოფეროლით გამდიდრებული ექსტრაქტი, გლიცერინი, დეიონიზირებული წყალი,ხარის ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.

გამოყენების ჩვენებები: ორსულობისათვის მზადების პერიოდი; ორსულთა ტოქსიკოზები; ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა; ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოქმედება: ეპავიტი DHA-ს რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტის მიმართ, რომლებიც ქრება მისი გამოყენების შეწყვეტისას. არასასურველი რეაქციების გამოვლენის დროს შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქიცაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ეპავიტი DHA-ს ანტაციდებთან ერთდროულად გამოყენებისას მცირდება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის შეწოვა. საფაღარათო სამკურნალო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და კოლესტირამინი, ამცირებს A, D და E ვიტამინების შეწოვას. პენიცილინი, იზონიაზიდი ამცირებს B1 ვიტამინის ეფექტურობას მისი გამოყოფის გაძლიერების გზით. იზონიაზიდი აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას. ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს. ეპავიტი DHA-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული პოლივიტამინების სხვა კომპლექსთან ერთად ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.

დოზირება და მიღების წესი: 1კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C .

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა ? 30.

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Vefa Ilac სტამბოლი-თურქეთი, „ევროფარმა ჯორჯია“-ს დაკვეთით, თბილისი, საქართველო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3)+ვიტამინები+მინერალები
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი