ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ჩვენებები: მეანობაში: ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა, აბორტის მოსალოდნელი რისკი, მოსალოდნელი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა, პრენატალური დიაგნოსტიკის ინვაზიური პროცედურების გამოყენებისას, როგორიცაა ამნიოცენტეზი. გინეკოლოგიაში: პირველადი დისმენორეა, პრემენსტრუალური სინდრომი.
დოზირება და მიღების წესი: დავი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში. რეკომენდირებული დღიური დოზაა 1 ან 2 ტაბლეტი ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ პაციენტი მკურნალობს გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები: დავი არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: გარსით დაფარული #30 ტაბლეტი შეფუთვაში.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და სამ წლამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.