პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
ყოველი 1,0მილილიტრი შეიცავს
• აქტიური ნივთიერებები:
100.00 მგ ნატრიუმის ალგინატი და 20.00 მგ კალიუმის ბიკარბონატი
• დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, კარბომერი 974P, ნატრიუმის საქარინი, მეთილპარაბენი (E 218), პროპილპარაბენი (E 216), პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ ბროშურა. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,
- პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
- ზუსტად დაიცავით ბროშურაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.
1. რა არის რეფკონ ადვანსიდა რისთვის გამოიყენება ის?
რეფკონ ადვანსი მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.
რეფკონ ადვანსი წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი შუშის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რეფკონ ადვანსი მიეკუთვნებაპრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.
რეფკონ ადვანსი გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.
2. რა უნდა იცოდეთ რეფკონ ადვანსისგამოყენებამდე
არ მიიღოთ რეფკონ ადვანსი, თუ:
• ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე)პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თუ სუნთქვის გაძნელება ან კანზე გამონაყარი შენიშნეთ)
რეფკონ ადვანსის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:
ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია დიეტა მარილის მკაცრი შეზღუდვით, მაგ., გულის და თირკმლის უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომელიც ზრდიან პლაზმაში კალიუმის დონეს.
• ყოველი 10 მლ შეიცავს 200 მგ კალციუმის კარბონატს. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპერკალცემიას (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზს (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველ თირკმლის კენჭებს.
• მედიკამენტისმოქმედება შეიძლება შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ კუჭის მჟავას დაბალი დონე.
• თუ შვიდ დღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან განიცდის გაუარესებას, აუცილებელია ექიმმა განიხილოს კლინიკური მდგომარეობა.
თუ ქვემოთჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.
• თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალიუმის შეზღუდვა
• თუ გაქვთ თირკმელებისა და გულის დაავადება ან წარუსლში გამოგიცდიათ (ზოგიერთი მარილი ზეგავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე)
• თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გაქვთ
• თუ შვიდი დღის შემდეგ არ გაგიუმჯობესდათ სიმპტომები
ექიმის რჩევის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად, ჭამის შემდეგ.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს
თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსი არ ახდენს გავლენას ბავშვზელაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსის მიღება.
როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსის გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა
რეფკონ ადვანსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
121492
ჯენერიკი
ალგინატი ნატრიუმის+კალიუმის ბიკარბონატი
შეფუთვა
ფლაკონი+საზომი ჭიქა