ინდომეტაცინი მალამო 10% 40გრ ტუბი #1
ინდომეტაცინი მალამო 10% 40გრ ტუბი  #1

ინდომეტაცინი მალამო 10% 40გრ ტუბი #1

ბელარუსი

ბორისოვო
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემცველობა:
1 გ მალამო შეიცავს 100 მგ ინდომეტაცინს

ჩვენებები:
• სახსრების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული პოლიართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიატული ართრიტი);
• რბილი ქსოვილების რევმატიზმი (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი);
• აქტივირებული ართროზი; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიკულიტები;
• პოსტოპერაციული შეშუპება, კონტუზიები, ამოვარდნები, დაჭიმულობები.
უკუჩვენებები:
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
• აქტიური წყლულოვანი დაავადება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კოაგულოპათიები;
• არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, თვალებზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება:
• უფროსები
სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის, კანზე წასასმელად. წაისმევა 2-3 ჯერ დღეში თხელი ფენის მსუბუქი შეზელვით დაზიანებულ მონაკვეთზე. ერთი დამუშავებისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4-5 სმ მალამოს. საერთო გამოყენებული დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა.
• 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ერთჯერადი და დღე-ღამის დოზები დაახლოებით უდრის უფროსთა დოზის ნახევარს, ე.ი. ერთი შეზელვისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2-2.5 სმ მალამოს. დღე-ღამის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 სმ მალამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
ინდომეტაცინის 10% მალამოს გამოყენება შეიძლება კომპლექსურ მკურნალობაში ამ სამკურნალო პრეპარატის ტაბლეტებთან.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ინდომეტაცინი
დოზა
10%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი