ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია; ნებისმიერი ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ანთებითი დაავადება; ლიმფადენოპათია, შეშუპება, ალერგიული დაავადება, დიათეზი; ტრავმების, მათ შორის ოპერაციული ან სამშობიარო ტრავმების მკურნალობის ყველა ეტაპი.
უკუჩვენებები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები: ლიმფომიოზოტი ააქტივებს ტოქსინების გამოდევნას უჯრედშორისი სივრციდან, აღადგენს მატრიქსისა და ლიმფური სისტემის სატრანსპორტო ფუნქციას, აუმჯობესებს სხვა პრეპარატების ბიოშეღწევადობას და ამცირებს მათი გვერდითი ეფექტის განვითარების რისკს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ენისქვეშა ტაბლეტები #100.