ატასარტი ტაბლეტი  8მგ #28

ატასარტი ტაბლეტი 8მგ #28

პაკისტანი

გეტზ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ატასარტი (კანდესარტანის ცილექსეტილი) განკუთვნილია შიგნით მისაღებად ანუ ორალური გამოყენებისთვის: ატასარტი ტაბლეტები 8მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს: კანდესარტანის ცილექსეტილი-8მგ.

ჩვენება: ატასარტი (კანდესარტანის ცილექსეტილი) ნაჩვენებია შემდეგი მკურნალობისთვის: ესენციური ჰიპერტენზია მოზრდილებში; ჰიპერტენზია ბავშვებში და 6-ნაკლები18 წლის მოზარდებში; ჰიპერტენზია ინტრავასკულარული მოცულობის შემცირებით; გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის დაზიანებული სისტოლური ფუნქცით სადაც ამფ ინჰიბიტორები ვერ აიტანება და გულის უკამრისობა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის სისტოლური დაზიანებით ამფ ინჰიბიტორებთან ერთად (ექსპერტის ზედამხედველობის ქვეშ).

დოზირება და გამოყენება: ჰიპერტენზია: რეკომენდებული საწყისი დოზა და ჩვეული შემანარჩუნებელი დოზაა 8მგ დღეში ერთხელ. ანტიჰიპერტენზიული ეფეტის უმრავლესობა მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში. ზოგ პაციენტში, რომელთა არტერიული წნევაც ადექვატურად არ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ 16მგ-მდე, მაქსიმუმ 32მგ-მდე, დღეში. თერაპიის ცვლილება უნდა მოხდეს არტერიული წნევის პასუხის მიხედვით. ატასარტი (კანდესარტანის ცილექსეტილი) ტაბლეტების გამოყენება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან ერთად. ჰიდროქლორთიაზიდის დამატებისას გამოვლინდა დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ატასარტის (კანდესარტანის ჰიდროქლორიდი) ტაბლეტების სხვადასხვა დოზით.ედიატრული პოპულაცია: ატასარტის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის გულის უკმარისობის სამკურნალოდ. მონაცემები არ არის.

გამოყენების წესი: შიგნით ანუ პერორალური გამოყენებისთვის. მიიღება დღეში ერხელ, კვების შემდეგ ან კვებისგან დამოუკიდებლად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ზოგადად, კანდესარტანის ცილექსეტილით მკურნალობა კარგად აიტანებოდა, თუმცა აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: რესპირატორული ინფექცია, თავბრუსხვევა-ვერტიგო, თავის ტკივილი.
პედიატრიული პოპულაცია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხველა, გამონაყარი, სინუსური არითმია, ნაზოფარინგიტი, პირექსია და ოროფარინგეალური ტკივილი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქცაიში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა კანდესარტანის ცილექსეტილის ან პროდუქტის რომელიმე შემავსებლის მიმართ; ღვიძლის მწვავე უკმარისობა და-ან ქოლესტაზი; კანდესარტანის ცილექსეტილის გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს ნაკლები 60მლ-წთ-1.73მ2). ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი; 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გეტზ ფარმა
ქვეყანა
პაკისტანი
ჯენერიკი
კანდესარტან ცილექსეტილი
დოზა
8მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი