ესციტალოპრამი-APO ტაბლეტი 10მგ #30
ესციტალოპრამი-APO ტაბლეტი 10მგ #30

ესციტალოპრამი-APO ტაბლეტი 10მგ #30

კანადა

აპოტექსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 10 მგ ან 20 მგ ესციტალოპრამის ოქსალატი. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი და ტიტანიუმის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფი.

ჩვენებები: დეპრესია.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა: მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აპო-ესციტალოპრამი მიიღოს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღეში, უმჯობესია, ერთსა და იმავე დროს. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მცირე დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს. დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აპო-ესციტალოპრამის მიღება მაინც უნდა გაგრძელდეს, რადგან მედიკამენტის მოქმედების დაწყებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება; აპო-ესციტალოპრამის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია წამლის მიღების უეცრად შეწყვეტა, მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, თუ ეს არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. აპო-ესციტალოპრამით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა. აპო-ესციტალოპრამის ტაბლეტები მიიღება ყოველდღე, ერთჯერადად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე. აპო-ესციტალოპრამის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

უკუჩვენებები: დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება პიმოზიდთან ერთად; დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამისგამოყენება, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა მონოამინის ოქსიდაზის ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა, მაგ.: ფენელზინის სულფატი, მოკლობემიდი; დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; აპო-ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია ან მძიმე გვერდითი მოვლენა; დაუშვებელია აპო-ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს თანდაყოლილი “ გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი”.
ორსულობა და ლაქტაცია: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს, თუ აპო-ესციტალოპრამით თერაპიის განმავლობაში დადგა ორსულობა. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას ან არის მეძუძური.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C) ნესტისაგან დაცულ ადგილას. კონტეინერი მჭიდროდ უნდა იყოს თავდახურული.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აპოტექსი
ქვეყანა
კანადა
ჯენერიკი
ესციტალოპრამი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი