ნაკლოფენი ხსნარი საინექციო 75მგ/3მლ ამპულა #5
ნაკლოფენი ხსნარი საინექციო 75მგ/3მლ ამპულა #5

ნაკლოფენი ხსნარი საინექციო 75მგ/3მლ ამპულა #5

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - diclofenac
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, პრაქტიკულად მექანიკური ნაწილაკების გარეშე.

შემადგენლობა
3 მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 75 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბისულფიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა
საინექციო წყალი

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
არასტეროიდლი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

გამოყენების ჩვენებები
დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ანთების საწინააღმდეგო და/ან ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს:
• ანთებითი რევმატიული დაავადებები; (რევმატიული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტი, იუვენილური ართრიტი და სხვა ეთიოლოგიის ართრიტები;)
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული რევმატიზმი (ართროზი, სპონდილეზი);
• მიკროკრისტალური ართრიტი (პოდაგრული ართრიტი, ფსევდოპოდაგრული ართრიტი);
• არასახსრისმიერი რევმატიზმი (პერიართრიტი, ბურსიტის, მიოზიტი, ტენდინიტი, სინოვიტი;)
• ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის სხვა ანთებითი დაავადებები, რომლებთაც ახლავთ ტკივილის სინდრომი.
როგორც ანალგეზური გამოიყენება ნაკლოფენი რბილი ქსოვილის ტრავმებისას, რომელიც აღინიშნება მშობიარობის შემდგომ პერიოდში ლაქტაციის არ არსებობის შემტხვევაში, პირველადი და მეორადი დისმენორიისას, სტომატოლოგიაში, ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ასევე თირკმლის ან ნაღვლის კოლიკისას.

გამოყენების წესი და დოზირება
გამოხატული ტკივილისას - 75 მგ (3მლ) ერთჯერადად ან ორჯერ დღეში კუნთში.
შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გააგრძელოთ მკურნალობა პრეპარატის სხვა ფორმაბით (ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები, სუპოზიტორი). თირკმლის კოლიკისას აუცილებლობისას შესაძლოა განმეორებით კუნთში შეყვანა 75 მგ ნაკლოფენი 30 წუთის შემდეგ.
აღნიშნული სამკურნალო ფორმა არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის, სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, რომლებიც ვლინდება ბრონქული ასთმით, ჭინჭრის ცხელებით ან რინიტით;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
გულის უკმარისობის რთული ფორმა

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, ეპიგასტრიის ტკივილი, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში და გაღიზიანება, შესაძლოა გამოვლინდეს სისხლისნი ღებინება, მელენა, გონების დარღვევა, სუნთქვის გართულება, კრუნჩხვა და თირკმლის უკმარისობა.
მკურნალობა:L სიმპტომური. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
75მგ/3მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი