ფლოკორტი წვეთები თვალის (1მგ+3მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1
ფლოკორტი წვეთები თვალის (1მგ+3მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1

ფლოკორტი წვეთები თვალის (1მგ+3მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1

პორტუგალია

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
პროდუქტის შესახებ
ფლოკორტი
დექსამეთაზონის ფოსფატი 1მგ-მლ + ოფლოქსაცინი 3მგ-მლ თვალის წვეთები, ხსნარი

პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტებისათვის. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი გაცნობა. დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი ენიშნება პაციენტს. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა.

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია არის დექსამეტაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) და 3მგ ოფლოქსაცინს. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის კორექციისთვის.

ჩვენება: ფლოკორტი ნაჩვენებია თვალის ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, როდესაც შეიძლება ერთდროულად აღინიშნებოდეს ინფექცია და ანთება ან თვალის გარეთა ზედაპირის ინფექციების სამკურნალოდ, გამოწვეული ოფლოქსაცინ-სენსიტიური მიკროორგანიზმებით, რაც ნიშნავს ბაქტერიულ ინფექციებს მწვავე ანთებითი რეაქციით. ფლოკორტი ნაჩვენებია მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში).

უკუჩვენება: ფლოკორტი არ გამოიყენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია დექსამეტაზონის ფოსფატის ან ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აქვს მწვავე ჩირქოვანი ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია, ვირუსული ინფექცია (ჰერპესის ვირუსი, ვარიცელა ზოსტერის ვირუსი) ან ემბოლიური ინფექცია; თუ პაციენტს აქვს რქოვანას დაზიანებები (პერფორაცია, დაწყლულება ან დაზიანებები არასრულ ნაწიბურების წარმოქმნასთან დაკავშირებით); თუ აქვს გლუკოკორტიკოსტეროიდით (კორტიკოსტეროიდის ოჯახიდან) ინდუცირებული თვალის ჰიპერტენზია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ფლოკორტის გამოყენების წინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ განვითარდა შეშუპება და წონაში მატება ტანის ირგვლივ და სახის მიდამოში, რადგან ეს ნიშნები, როგორც წესი, ქუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებებია. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ფლოკორტით გრძელვადიანი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თვითნებურად მკურნალობის შეწყვეტამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს რიტონავირს ან კობიცისტატს.
ფლოკორტის გრძელვადიანმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის შიდა წნევის მომატება, ამიტომ, საჭიროა თვალის შიდა წნევის უფრო ხშირი მონიტორინგი.
შეიძლება განვითარდეს ოპორტუნისტული ინფექციები, მათ შორის სოკოვანი ინფექციები, რომლის დროსაც მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
ტოპიკალური კორტიკოიდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ანთებითი გამოვლინებები და შენიღბოს ან გააძლიეროს ჩირქოვანი ინფექციები (ჩირქით).
რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია თვალების უფრო ხშირი მონიტორინგი. ფლოკორტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ანთება არის ჭრილობის შეხორცების დაყოვნების მთავარი მიზეზი.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, როდესაც ეს მდგომარეობა არ რეაგირებს სტანდარტულ მკურნალობაზე, ფლოკორტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დროის ხანმოკლე პერიოდით.
ფლოკორტით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტური ლინზების გამოყენება.
თუ პაციენტს აქვს დიაბეტი, უნდა ეცნობოს მკურნალ ოფთალმოლოგს.
თუ პაციენტს აქვს დიაგნოსტირებული თვალის სიწითლე, არ გამოიყენება ფლოკორტი. ფლოკორტი სიფრთხილით გამოიყენება ქინოლონების შემცველი სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ სენსიტიურ პაციენტებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
დექსამეტაზონი+ოფლოქსაცინი
დოზა
(1მგ+3მგ)/1მლ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი