ორციპოლი ტაბლეტი 500მგ+500მგ #10

ორციპოლი ტაბლეტი 500მგ+500მგ #10

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ciprofloxacin, ornidazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ, ორნიდაზოლი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი (K30), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, გასუფთავებული ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.

მიღების წესი და დოზები
ორციპოლი მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას – 10-14 დღეს დოზით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში-ღამეში. დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.
ავადმყოფებს, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ და ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებს და პაციენტებს სხეულის მცირე მასით, ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ორნიდაზოლის მიმართ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორციპოლის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება ბავშვებში
ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებული ჩვენებებით.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ეპილეფსიის, გაურკვეველი ეტიოლოგიის კრუნჩხვითი სინდრომის დროს.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ორნიდაზოლი+ციპროფლოქსაცინი
დოზა
500მგ+500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი