ფარმაკოლოგიური თვისება: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, პროპიონიკის მჟავის დერივატი. ჩვენება: გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას; რევმატიზმის სამკურნალოდ; ოპერაციის შემდგომი შეშუპებისა და ანთების დროს; სახსრისა და ხერხემლის დაავადების სამკურნალოდ. უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აღენიშნება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული ან სხვა სისტემის სისხლდენები; ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე; დოზირება და მიღების წესი: ტკივილის და სიცხის მკურნალობა: ეფექტურ დოზას წარმოადგენს 200-400 მგ იბუპროფენი. მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2-3 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში. რევმატიზმის საწინააღმდეგო თერაპიის დროს: იბუპროფენის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1-2 შემოგარსულ ტაბლეტი. ინდივიდუალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს (2 ტაბლეტი). ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, იშვიათ შემთხვევებში სისხდენა, ყაბზობა, გულის უკმარისობა, ასტმური შეტევები. ურთიერთმოქმედება სხვა მედიკამენტებთან: კომბინირებული მიღებისას, მას შეუძლია გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია, შეუძლია შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტი. შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები) ეფექტურობა. ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება. წარმოების ლიცენზია და მწარმოებელი: დენკ ფარმა გმბჰ კო.კგ. პრინცრეგენტენშტრასე 79, 81675მიუნხენი, გერმანია.