პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 250 მგ, ვიტამინ D3 50 მე, თუთია (თუთიის ოქსიდი) 2მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 0.5მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი), 0.5მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 50მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს პოლისაქარიფი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მაკრო-მირკოელემენტებს. მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობასი შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
გამოყენების ჩვენებები
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინ D3-ის დეფიციტის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან , ან როდესაც საკვებით მიღებული კალციუმი და ქოლეკალციფეროლი არასაკმარისია.
ორგანიზმის კალციუმის და ვიტამინ D3-ის გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ჭამის დროს.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 -ტაბლეტი დღეში ორჯერ, ჭამის დროს. ორსულობის მე-20 კვირიდან და მთელი ლაქტაციის პერიოდსი -1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოყენებისას მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.
კალციუმის და ვიტამინ D3-ს დეფიციტის მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრზლივობაა არანაკლებ 4-6 კვირისა. განმეორებითი კურსის რაოდენობა წლის განმავლობაში, დგინდება ინდივიდუალურად.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
დოზის კორექცია საჭირო არ არის
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანებისას, პრეპარატი კალცემინის მიღება არ შეიძლება
ხანდაზმული პაციენტები:
დოზა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისათვის. საჭიროა თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითების შესაძლებლობის გათვალისწინება.
არ შეწყვიტოთ კალცემინის მიღება მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე!
გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად - ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია
სხვა: ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აცნობეთ მათ შესახებ მკურნალ ექიმს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, ისეთებსაც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერკალციემია (მათ შორის როგორც ჰიპერპარატირეოზის (პირველადის ან მეორადის) შედეგი); ჰიპერკალციურია, D3ჰიპერვიტამინოზი; ნეფროლითიაზი; დეკალცინირებადი სიმსივნეები; მიელომა, ძვლის მეტასტაზები, სარკოიდოზი; შარდ-კენჭოვანი დაავადება; იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი; ათეროსკლეროზი; ჰიპერმგრძნობელობა აქტიური და ნიბისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ; 6 წლამდე ასაკის ბავშვები
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები:ურეცეპტოდ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
118592
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი+თუთია