ჩვენებები: ხველის დამრთგუნველი საშუალება. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. კვლევების არასაკმარისი რაოდენობის გამო 0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გირჩევთ არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პატარა ბავშვებში. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში
გაფრთხილებები: ორსულ ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევამ არ გამოავლენილა ტერატოგენობა და ემბრიონზე ტოქსიკური მოქმედება. კარგი იქნება, თუ პრეპარატს არ მიიღებთ ორსულობის პირველი და ბოლო თვეების განმავლობაში, გარდა აუცილებელი შემთხვევისა. ამ დროს უნდა იყოთ ექიმის კონტროლის ქვეშ. თერაპიული დოზით მედიკამენტს არ გააჩნია დამრთგუნველი ეფექტი და არ უშლის ხელს ავტომანქანის მართვას.
ურთიერთქმედება: მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის როგორც დამამშვიდებელ, ისე მასტიმულირებელ სუბსტანციებთან. შესაძლოა გაძლიერდეს ანტიჰისტამინური/ანტისეროტონული სუბსტანციების მოქმედება და შემცირდეს მიორელაქსანტების ოდენობა, როგორიცაა პაპავერინი.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში. ბავშვები: 2-დან 4 წლამდე: 2 მლ ორჯერ დღეში; 4-დან 7 წლამდე: 3 მლ ორჯერ დღეში; 7-დან 15 წლამდე: 5 მლ ორჯერ დღეში. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. დანაყოფებიანი 2-3-5 მლ საზომი ჭიქა მოთავსებულია შეფუთვაში. ბოთლის გახსნა - დააწექით თავსახურს ქემოთ და გადაატრიალეთ მარცხნივ. ბოთლის დახურვა - გადაატრიალეთ თავსახური მარჯვნივ.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რები (ზონდის მეშვეობით კვება, აქტივირებული ნახშირი და ა.შ) და დააკვირდეთ ხომ არ აღინიშნება მომატებული აგზნებადობის ნიშნები.