ტირეგისი-D ტაბლეტი 40მგ+12.5მგ #28

ტირეგისი-D ტაბლეტი 40მგ+12.5მგ #28

მალტა

აქტავისი მალტა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - telmisartan+hydrochlorthiazide
ტირეგის-დ
40 მგ/12,5 მგ, 80 მგ/12,5 მგ, 80 მგ/25 მგ ტაბლეტები
(ტელმისარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი)
ტირეგის-დ-ს თითოეული ტაბლეტი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიეირებას - ტელმისარტანსა და ჰიდროქლოროთიაზიდს. ისინი ხელს უწყობენ მომატებული არტერიული წნევის კონტროლირებას.

- ტელმისარტანი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც “ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები”. ანგიოთენზინ II წარმოქმნება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც იწვევს არტერიული
წნევის მომატებას. ტელმისარტანი ახდენს ანგიოთენზინ II-ის ეფექტის ბლოკირებას, რის წყალობითაც სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა მცირდება.
- ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს დასახელებით “თიაზიდური დიურეტიკები”. მათ გააჩნია შარდმდენი ეფექტი, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში არტერიული ჰიპერტონია (მომატებული არტერიული წნევა) იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას ზოგიერთ მნიშვნელოვან ორგანოებში, რაც შეიძლება დასრულდეს ინფარქტით, გულის ან თირკმელების უკმარისობით, ინსულტით ან მხედველობის დაკარგვით. ვინაიდან არტერიული ჰიპერტონია არანაირად არ ვლინდება ორგანოების დაზიანებამდე, აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ნორმის ფარგლებშია.
ტირეგის-დ გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის დასაქვეითებლად (ესენციური ჰიპერტონიის დროს) მოზრდილ პაციენტებში, როდესაც ტელმისარტანის მიღება არ არის საკმარისად ეფექტური.

დოზირების რეჟიმი
რეკომენდირებულია ტირეგის-დ-ს თითო ტაბლეტის მიღება დღეში. ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ/12,56 მგ (ერთჯერ დღეში).

გამოყენების წესი
ტირეგის-დ-ს მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. ტაბლეტები უნდა მივიღოთ წყლის ან სხვა უალკოჰოლო სასმელის დაყოლებით. ნუ დაგავიწყდებათ ტირეგის-დ-ს მიღება ყოველდღე მანამდე, სანამ ექიმი არ გირჩევთ სხვა რამეს.
ამ პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოითხოვენ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობა:
სეფსისი* (“სისხლის მოწამვლა”) - მძიმე ინფექცია, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი მოიცავს მთელ ორგანიზმს; ანგიონევროტული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) - კანის და ლორწოვანი გარსების სწრაფად განვითარებადი შეშუპება;
ეს გვერდითი ეფექტები გვხვდება იშვიათად (1000-დან ერთ პაციენტში), მაგრამ ძალიან სერიოზულია. აუცილებელია დაუყოვნებლივ წამლის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ეს მდგომარეობები შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. სეფსისის მომატებული სიხშირე აღინიშნებოდა ცალკე პრეპარატის ტელმისარტანის მიღების ფონზე, მაგრამ არ შეიძლება მსგავსი რისკის გამორიცხვა პრეპარატით ტირეგის-დ მკურნალობისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აქტავისი მალტა
ქვეყანა
მალტა
ჯენერიკი
ტელმისარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
40მგ+12.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი