გუტალაქსი წვეთები ორალური 7.5მგ/1მლ 15მლ ფლაკონი #1
გუტალაქსი წვეთები ორალური 7.5მგ/1მლ 15მლ ფლაკონი #1

გუტალაქსი წვეთები ორალური 7.5მგ/1მლ 15მლ ფლაკონი #1

იტალია

ინსტუტიტო დე ანგელი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1მლ (=15 წვეთი) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ნატრიუმის პიკოსულფატს 7.5მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E 211), თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზირებადი) (E 420), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი (E 331), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E 330), გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: გამოიყენება ყაბზობის შემთხვევაში, ასევე დეფეკაციის შესამსუბუქებლად. როგორც სხვა საფაღარათო საშუალებები, გუტალაქსი შიგნით მისაღები წვეთები არ გამოიყენება რეგულარულად ყოველდღე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიაგნოსტიკური გამოკვლევის გარეშე.

გამოყენების წესი და დოზირება: დოზირება: თუ სხვა დანიშნულება არ არის, მოზრდილების დოზა შეადგენს 10-18 წვეთს (რაც შეესაბამება 5-10მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

4წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებმაც უნდა მიიღონ მოცემული სამკურნალო საშუალება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, დოზა შეადგენს 5-9 წვეთს (რაც შეესაბამება 2,5-5მგ ნატრიუმის პიკოსულფატს).

რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების მიღების დაწყება უმცირესი დოზით. რეგულარული დეფეკაციის მიზნით დოზა უნდა იქნას კორექტირებული მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე. არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 18 წვეთს მოზრდილებისთვის და 9 წვეთს 4 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

გუტალაქსი შიგნით მისაღებით წვეთები არ მიიღება რეგულარულად ყოველდღე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყაბზობის მიზეზის დადგენის გარეშე.

გამოყენების წესი: გუტალაქსი შიგნით მისაღები წვეთების მიღება უკეთესია საღამოს სითხესთან ერთად ან მის გარეშე. მიღების შემდეგ ჩვეულებრივ მოქმედება იწყება დაახლოებით 6-12 საათში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, სხვა ტრიარილმეთანების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ნაწლავის სტენოზი ან ნაწლავური გაუვალობა. ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, გულისრევა და ღებინება (მაგალითად, აპენდიციტი). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებები. მძიმე გაუწყლოება. პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში.
გუტალაქსი არ ენიშნებათ 4 წლამდე ასაკის ბავშვებს. უფროსი ასაკის ბავშვებში გუტალაქსის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით გამოწვეული დაავადებების შემთხვევაში (მაგალითად, თირკმელების მძიმე უკმარისობა), სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 12 თვე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ინსტუტიტო დე ანგელი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
პიკოსულფატი ნატრიუმის
დოზა
7.5მგ/1მლ
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი