ანალგინი ტაბლეტი 500მგ #20

ანალგინი ტაბლეტი 500მგ #20

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Metamizol sodium; [(1.5-დიმეთილ-3-ოქსო-2-ფენილ-2.3-დიჰიდრო-1H-პირაზოლ-4-ილ)-N-მეთილამინო] ნატრიუმის მეთანსულფონატი, მონოჰიდრატი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი მოყვითალო შეფერილობით ტაბლეტები, ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლითა და ხაზით;

შემცველობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 0.5 გ ნატრიუმის მეტამიზოლს (ანალგინს), უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, სტეარინმჟავე კალციუმი, კარტოფილის სახამებელი.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები. პირაზოლონები. კოდი ATC N02B B02.გამოყენების ჩვენებები. ციებცხელების სინდრომი. სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, ღვიძლის კოლიკა, თირკმელების კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ტრავმები, დამწვრობა, დიკომპრესიული დაავადება, ორქიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, კბილის ტკივილი, ალგოდისმენორეა.

გამოყენების წესი და დოზები. უფროსებში პრეპარატი გამოიყენება ჭამის შემდეგ 0.25-0.5 გ 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში.
ერთჯერადი დოზები 3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის – 125-250 მგ, 6-10 წლის – 250-375 მგ, 10-14 წლის – 375-500 მგ.
უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 1 გ, დღე-ღამის – 3 გ. მკურნალობის კურსის შესაძლო საშუალო ხანგრძლივობა – 5 დღემდე.კუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პერიფერიული სისხლის შემცველობის შეცვლა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია. სისხლის დაავადებები: ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემია, ციტოსტატიკური ან ინფექციური ნეიტროპენია. ორსულობა, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში და ბოლო 6 კვირა. ლაქტაციის პერიოდი. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული ცვლილებები (პორფირიული ცვლა). გლიკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი უკმარისობა.შენახვის პირობები და ვადები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, საწყის შეფუთვაში, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25რC
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
მეტამიზოლ ნატრიუმი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი