ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1
ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1

ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1

იტალია

ლეო ფარმა მანუფაქტურინგ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1გ კრემი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მეთილპრედინოზოლონის აცეპონატი 1მგ; დამხმარე ნივთიერებები: დეციპოლეატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55 (E472), ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი ცხიმი, სოფტიზანი 378, მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინი 85% (E422), დინატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, გამოხდილი წყალი.

გამოყენების ჩვენება: ენდოგენური ეგზემა (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); კონტაქტური ეგზემა; დეგენერაციული ეგზემა; დისჰიდროზული ეგზემა; ნუმულარული ეგზემა (მიკრობული ეგზემა); ეგზემა ბავშვებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატის დატანება ხდება დღეში ერთხელ თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბნებზე. ყოველდღიური მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 12 კვირას მოზრდილებში და 4 კვირას ბავშვებში.

გვერდითი მოქმედება: წვა და ქავილი. იშვიათ შემთხვეევბში შეიძლება აღინიშნოს ერითემა, სიმშრალე, ბუშტუკების წარმოქმნა, გაღიზიანება, ეგზემა, პაპულები პრეპარატის წასმის ადგილას, პერიფერიული შეშუპება და სხვა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რიმელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: ბაქტერიული დერმატოზების ან-და დერმატომიკოზების არსებობისას ადვანტანის კრემის თერაპიაზე დამატებით აუცილებელია სპეციფიკური ანტიბაქტერიული ან ანტიმიკოზური მკურნალობა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა რათა თავიდან აიცილონ პრეპარატის თვალებში, ღრმა ღია ჭრილობებში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. გამოკვლევაში პრეპარატის წასმისას კანის 60%-ზე 22 საათის განმავლობაში ოკლუზიური ნახვევის ქვეშ აღინიშნა კორტიზოლის დონის დათრგუნვა პლაზმაში და ცირკადულ რითმზე გავლენა მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობის წასმა კანის დიდ უბანზე ან ხანრძლივი დორის განმავლობაში განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევის ქვეშ შეიძლება მნიშვნელოვნად ზრდიდეს სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. უნდა გაითვალისწინონ, რომ პამპერსებს შეიძლება ჰქონდეს ოკლუზიური ეფექტი. ისევე როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გლაუკომა (მაგ. დიდი დოზების შემდეგ ან პრეპარატის დიდ ფართობზე წასმისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ოკლიზიური სახვევების გამოყენებისას ან პრეპარატის თვალების გარშემო წასმისას). თუ ადვანტანის კრემის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება კანის ჭარბი სიმშრალე, უნდა გადავიდნენ ცხიმის უფრო მაღალი შემცველობის სამკურნალო ფორმაზე-ადვანტანის მალამოზე. ცეტოსტეარილის სპირტმა და ბუთილჰიდროქსიტოლუოლმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები, მაგ. კონტაქტური დერმატიტი. ბუთილჰიდროქსიტოლუოლმა შეიძლება გამოწვიოს თვალის და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება. კანის ფართე უბნების მკურნალობისას ან კრემის წასმისას ოკლუზიური სახვევის ქვეშ, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. პრეპარატის გამოყენებამ განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაციის რეაქცია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობა.

დოზის გადაჭარბება: მწვავე ტოქსიკურობის კვლევის მონაცემებმა არ გამოავლინა მწვავე ინტოქსიკაციის რისკი პრეპარატის ერთჯერადი დოზის გადაჭარბებისას (კანის დიდი ზედაპრიზე წასმა შეწოვისთვის ხელსაყრელ პირობებში) ან არაგანზრახ შიგნით მიღებისას. ადვანტანის კრემის ადგილობრივი გამოყენებისას კანის ატროფიის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. სიმპტომების რეგრესი ჩვეულებრივ აღინიშნება 10-14 დღეში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეო ფარმა მანუფაქტურინგ
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი
დოზა
0.1%
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი