კარსილი ფორტე კაფსულა 90მგ #30

კარსილი ფორტე კაფსულა 90მგ #30

ბულგარეთი

სოფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
კარსილ ფორტე – არის სამკურნალო პრეპარატი, რომლის აქტიური შემადგენელი ნაწილია მცენარე ბაყაყურას ნაყოფისაგან იზოლირებული სილიმარინი. სილიმარინი, ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ააქტიურებს ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზს, ასტაბილურებს მათ უჯრედოვან მემბრანებს, თავისუფალი რადიკალების შებოჭვის გზით კი (ანტიოქსიდანტური მოქმედება) იცავს ღვიძლის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისაგან და ხელს უწყობს მათ აღდგენას.
კარსილ ფორტე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას: ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, გადატანილი ჰეპატიტის შემდგომი პერიოდი; არავირუსული წარმოშობის ქრონიკული ჰეპატიტი; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია; ღვიძლის ციროზის კომპლექსური მკურნალობა; ალკოჰოლისა და სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას ღვიძლისმიერი დაზიანების პროფილაქტიკის მიზნით; ქრონიკული ინტოქსიკაცია (მათ შორის, პროფესიული).

კარსილ ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კარსილ ფორტე:
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა ნაწილის მიმართ;
-12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კარსილ ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, თუ დედის სარგებელი აღემატება პრეპარატის გამოყენებით ნაყოფისათვის მიყენებულ ზიანს.
როგორ გამოიყენება კარსილ ფორტე
ყოველთვის გამოიყენეთ კარსილ ფორტე თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატს იღებენ შიგნით, სითხის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
მორდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ღვიძლის მძიმე დაზიანების მკურნალობა იწყება დოზით - 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში გამოიყენება დოზირება - 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ.
ქიმიური ინტოქსიკაციის პროფილაქტიკის მიზნით – დღეში 1-2 კაფსულა.
მკურნალობის კურსი გრძელდება არანაკლებ 3 თვე.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
ბავშვებში გამოყენების შესახებ არსებული კლინიკური მონაცემები არ არის საკმარისი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
სილიმარინი
დოზა
90მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი