რაბეზოლი ტაბლეტი 20მგ #14

რაბეზოლი ტაბლეტი 20მგ #14

თურქეთი

ილკო ილაჩ სანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rabeprazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
H+/K+-ატფ-აზას ინჰიბიტორი, წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
რაბეპრაზოლ ნატრიუმი 20 მგ.ან 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ოქსიდი, მანიტოლი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზა ფტალატი, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაკროგოლი, რკინის ყვითელი ოქსიდი.

ჩვენებები:
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ეროზიული ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით;
- H.პყლორı-ით ინდუცირებული წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და რეციდივის თავიდან აცილება.

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მიღების წესებისა და დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვით.
რაბეპრაზოლი მიიღება დღეში ერთხელ დოზით 20 მგ, დილით, უზმოზე მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი მიიღება პერორალურად მთლიანად დაუღეჭავად, არ შეიძლება ტაბლეტის დაფშვნა და გაყოფა.
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ქირურგიული ანასტომოზების შემდეგ:
რაბეპრაზოლის დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირა. კლინიკური ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება კიდევ 8 კვირით. გასტროეზოფაგური რეფლუქსის გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა დგინდება ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით – 10 მგ ან 20 მგ, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. საშუალო და მძიმე სტადიის გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის მკურნალობის დროს ინიშნება 10 მგ ერთჯერადად. მკურნალობის კურსი - 4 კვირა. მკურნალობის არაეფექტურობის დროს აუცილებელია მკურნალ ექიმთან მიმართვა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
რაბეპრაზოლის დღიური რეკომენდებული დოზა ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს. პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობის მიხედვით. რაბეპრაზოლის რეკომენდებული ინდივიდუალური დოზა შეადგენს 60 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთ პაციენტში დღიური დოზა ინიშნება ორ მიღებად.

Helicobacter Pylori-ს ერადიკაციისათვის ინიშნება კომპლექსში ორ ანტიბიოტიკთან ერთად (ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი), მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ფაღარათი, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა; იშვიათად – ანორექსია; ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია, უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა.
სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია.
დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – სახის შეშუპება, ქოშინი, ერითემა, ბულოზური გამონაყარი (რეაქციები ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ).
პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტების მიერ. გვერდითი მოვლენები მთლიანობაში სუსტად ან ზომიერად გამოხატულია და ატარებენ ტრანზიტორულ ხასიათს.

უკუჩვენებები:
- პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- პროტონული პომპის სხვა ინჰიბიტორების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ილკო ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რაბეპრაზოლი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი