საერთაშორისო დასახელება - Ketoconazole,Zinc pyrithione ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო და მასთან ერთად სხვა ეფექტების მქონე პრეპ. შემადგენლობა: კეტოკონაზოლი ბფ - 2% წ/მ თუთიის პირითიონი - 1% წ/მ წყლის ფუძეზე – ს.რ.
ჩვენება: აქსიტოპი® ნაჩვენებია სებორეული დერმატიტის, თავის პიტირიაზის (ქერტლი), ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობის და პრევენციისთვის, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სოკოსთან - Pityrosporum.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა კეტოკონაზოლის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. დოზირება და მიღების მეთოდი: მოზრდილები ხანდაზმულების და მოზარდების ჩათვლით: მთლიანად დაისველეთ თმა და სკალპი წყლით. წაისვით შამპუნი იმ რაოდენობით, რომ წარმოიქმნას საკმარისი რაოდენობით ქაფი თმის და სკალპის დასაბანად, ნაზად შეიზილეთ სკალპში და დატოვეთ 3-5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. სებორეული დერმატიტი და ქერტლი: აქსიტოპი® გამოიყენეთ კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში. პროფილაქტიკა: აქსიტოპი® გამოიყენეთ 1-2 კვირაში ერთხელ. ნაირფერი პიტირიაზი: აქსიტოპი® გამოიყენეთ დღეში ერთხელ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკა: რადგან პიტირიაზის ბილიკები უფრო აშკარავდება მზეზე ექსპოზიციისას აქსიტოპი® შეიძლება გამოყენებული იყოს დღეში ერთხელ მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში მკურნალობის ერთი კურსისას მზეზე ექსპოზიციამდე.
გვერდითი ეფექტები: აქსიტოპის® უსაფრთხოება შეფასდა 2980 სუბიექტში, რომლებიც მონაწილეობდნენ 22 კლინიკურ კვლევაში. აქსიტოპი® გამოიყენებოდა ადგილობრივად სკაპლზე და/ან კანზე. ამ კლინიკური კვლევების უსაფრთხოების შეჯამებული მონაცემების საფუძველზე არ აღინიშნა ≥1.% ADR. შემდგომ ცხრილში წარმოდგენილია ADR, რომლებიც აღწერილია აქსიტოპის® გამოყენებისას კლინიკურ კვლევაში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას.