ფინევიტი-დ3 ოროდისპერგირებადი ფირფიტა 2000სე #10
ფინევიტი-დ3 ოროდისპერგირებადი ფირფიტა 2000სე #10

ფინევიტი-დ3 ოროდისპერგირებადი ფირფიტა 2000სე #10

ინდოეთი

ლაბ. ზიმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Colecalciferolum
სავაჭრო დასახელება:
ფინევიტი-D3 2000
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ფარმაცევტული ფორმა
ოროდისპერგირებადი ფირფიტები
შემადგენლობა:
თითოეული ოროდისპერგირებადი ფირფიტა შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) USP 2000 IU
(ვიტამინის შესაბამისი დანამატი)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინის დანამატი
სამკურნალო ჩვენებები:

ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები 2000 IU ნაჩვენებია მოზრდილებში, ხანდაზმულებში და მოზარდებში ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის.
ვიტამინი D-ს დეფიციტის ან ვიტამინი D-ს უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში როგორც ოსტეოპოროზის მკურნალობის დამხმარე საშუალება.
დოზა და მიღების მეთოდი
დოზა
პედიატრიული პოპულაციები
ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დეფიციტის მკურნალობა (
მოზრდილებში: 50,000 IU/კვირაში 6 კვირის განმავლობაში ან 3,000-4,000 IU/ დღეში 10-12 კვირა.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 25,000 IU ერთჯერ ყოველ 2 კვირაში, 6 კვირის მანძილზე (ე.ი მთლიანი დოზა 75,000 IU) ან 2,000 IU/დღეში 6 კვირის მანძილზე.

შემანარჩუნებელი მკურნალობა დეფიციტის შემდგომი მკურნალობისთვის:
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში. გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა 50,000 IU-მდე/თვეში ან 4,000 IU-მდე/დღეში, თუ მცირე დოზებით პაციენტში ვერ ხდება შენარჩუნება.

12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 1,000 IU/დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა 25(OH)D შემოწმება დაახლოებით 3-4 თვეში, რათა დადასტურდეს გამიზნულ დონეზე მიღწევა.
დეფიციტის პრევენცია:
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში. გარკვეულ სიტუაციებში (იხილეთ ქვემოთ) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა 50,000 IU-მდე/თვეში ან 4,000 IU-მდე/დღეში, თუ მცირე დოზებით პაციენტში ვერ ხდება შენარჩუნება.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 25,000 IU/ ყოველ 6 კვირაში
ოსტეოპოროზის კონკრეტულ თერაპიასთან ერთად:
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში.
გარკვეული პოპულაციები იმყოფებიან ვიტამინი D-ს დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ და შეიძლება საჭიროებდნენ უფრო დიდ დოზებს, მაგ:
ადამიანები რომლებიც არიან ინსტიტუციონალიზებული ან ჰოსპიტალიზებული ხანგრძლივი პერიოდით.
მუქკანიანი ადამიანები, განსაკუთრებით მაღალი განედის.
ადამიანები რომლებსაც შეზღუდული აქვთ მზეზე გასვლა, სხეული დაფარული აქვთ ტანსაცმლით ან იყენებენ მზისგან დამცავ კრემებს.
სიმსუქნით დაავადებული ადამიანები
ადამიანები რომლებიც პარარელურად ღებულობენ გარკვეულ პრეპარატებს (მაგ: ანტიკონვულსანტები, გლუკოკორტიკოიდები)
ადამიანები რომლებსაც აქვთ მალაბსორბაციის გამომწვევი მდგომარეობები, მათ შორის ნაწლავის ანთებითი დაავადება და მუცლის დაავადება
ოსტეოპოროზის მქონე ადამიანები
ადამიანები რომლებიც ცოტა ხნის წინ მკურნალობდნენ ვიტამინი D-ს დეფიციტზე და საჭიროებენ შემანარჩუნებელ მკურნალობას

მიღების წესი
მიიღება პერორალურად
მოითავსეთ ენაზე, მოითმინეთ სანამ გაიხსნება და შემდეგ გადაყლაპეთ. ფირფიტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების(ები) ან მასში გამოყენებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ
ჰიპერვიტამინოზი D
ნეფროლითიაზი
ნეფროკალცინოზი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ზიმი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
2000სე
ფორმა
ოროდისპერგირებადი ფირფიტა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი