ეტრიციბი ტაბლეტი 120მგ #10

ეტრიციბი ტაბლეტი 120მგ #10

ინდოეთი

ლაბ. ზიმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს: ეტორიკოქსიბი 120მგ.

ჩვენებები: ეტორიკოქსიბი ნაჩვენებია მოზრდილებში და 16 წლის ან მეტი ასაკის მოზარდებში ოსტეოართრიტების, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილიზებელი სპონდილიტის სიმპტომების შესუსტებისათვის, ასევე მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს ტკივილებისა და სიმპტომების შემცირებისათვის. ეტორიკოქსიბი ნაჩვენებია მოზრდილებში და 16 წლის ან მეტი ასაკის მოზარდებში სტომატოლოგიური ოპერაციების ჩატარების შედეგად განვითარებული ზომიერი ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის. სელექციური COX-2 ინჰიბიტორის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პაციენტისათვის ყველა ინდივიდუალური რისკის შეფასებას.

უკუჩვენებები: ეტორიკოქსიბი უკუნაჩვენებია თუ პაციენტს აქვს: ჰიპეპრმგრძნობელობა ეტორიკოქსიბის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; აქტიური პეპტიური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პაციენტები, რომლებშიც ჩნდებოდა ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ნაზალური პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ, COX-2 (ციკლოოქსიგენაზა 2)-ის ინჰიბიტორების ჩათვლით. ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (სისხლის შრატის ალბუმინი ნაკლები 25გ-ლ ან მეტი ან ტოლი 10 ქულის ჩაილდ-პიუს შკალით). დადგენილი თირკმელების კრეატინინის კლირენსი ნაკლები30მლ-წთ; ბავშვები და მოზარდები 16 წლამდე ასაკის; ნაწლავის ანთებითი დაავადებები; გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II–IV). პაციენტები ჰიპერტენზიით, რომელთა არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად 140-90მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და საკმარისად არ კონტროლირდება. გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და-ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
მიღების გზები და დოზირება: მიღების გზები: ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, ამიტომ მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში.
ფერტილობა, ორსულობა, ლაქტაცია: ორსულობა: ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას. ლაქტაცია: ლაქტაცია დაუშვებელია ქალებში, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს. ფერტილობა: ეტორიკოქსიბის, როგორც COX-2-ის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება, არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პაციენტებმა, რომლებსაც ეტორიკოქსიბის გამოყენებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ვერტიგო ან ძილიანობა, არ უნდა მართონ ავტომობილი და სხვა მექანიზმები.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის განსაკუთრებული პრობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ზიმი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ეტორიკოქსიბი
დოზა
120მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი