თიროზოლი ტაბლეტი 10მგ #50

თიროზოლი ტაბლეტი 10მგ #50

გერმანია

მერკი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თიამაზოლი

ჩვენებები: ჰიპერთირეოზის მკურნალობა, მათ შორის: ჰიპერთირეოზის კონსერვატიული მკურნალობა, განსაკუთრებით მცირე ჩიყვის დროს ან მისი არარსებობისას; ქირურგიული ჩარევისათვის მომზადება ყველა ფორმის ჰიპერთირეოზის დროს; მომზადება რადიაქტიური იოდით მკურნალობისათვის, კერძოდ, თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში; შუალედური მკურნალობისთვის რადიოაქტიური იოდით წყვეტილი მკურნალობის შემდეგ; ჰიპერთირეოზის სუბკლინიკური ფორმის, ავტონომიური ადენომის ან თირეოტოქსიკოზის ანამნეზში მქონე პაციენტების პროფილაქტიკური მკურნალობა, რომლებისთვისაც აუცილებელია იოდის მიღება (მაგალითად, გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთირებების გამოყენებით).

უკუჩვენებები: თიროზოლი არ უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ: მომატებული მგრძნობელობა თიამაზოლის, თიოშარდოვანას სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; სისხლის ანალიზში ზომიერი და მძიმე ცვლილებები (გრანულოციტოპენია); ადრე არსებული ქოლესტაზი, რომელიც არ უკავშირდება ჰიპერთირეოზს; ძვლის ტვინის დაზიანება ანამნეზში თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ. კომბინირებული თერაპია თიამაზოლით და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

დოზირების ზოგადი რეკომენდაციები:დაავადების სიმძიმისა და ანტითირეოიდული თერაპიით იოდის მიღების
მიხედვით, როგორც წესი, მკურნალობა იწყება თიამაზოლის სადღეღამისო დოზით 10 დან 40მგ-მდე.

შენახვის წესი: ინახება სინესტისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერკი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
თიამაზოლი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი