აღწერილობა: გამჭვირვალე, მკრთალი ყვითელი ხსნარი, მოტკბო სუნით; თავდაპირველად მოტკბო გემოთი, შემდეგ მკვეთრად მწარდება.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სიმპტომური მკურნალობის საშუალებების სახით შემდეგი მდგომარეობებისას: - პრემენსტრუალური სინდრომი (სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ფსიქიური ლაბილობა, ყაბზობა, შეშუპება, თავის ტკივილი/შაკიკი) - ციკლური მასტოდინია - მასტოპათია - მენსტრუალური ციკლის დარღვევა
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა Vitex agnus castus და/ან Caulophyllum thalictroides და/ან Cyclamen purpurascens და/ან Stychnos ignatia და/ან Iris versicolor და/ან Lilium tigrinum-ის ან პრეპარატის ნებისმიერი დამატებითი ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენება და დოზირება: მიიღება 30 წვეთი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) გახსნილი მცირეოდენ წყალში ან სხვა სითხეში. მასტოდინონით® მკურნალობის კურსია არანაკლებ 3 თვე უწყვეტად, მენსტრუაციის პერიოდშიც. მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადათ აღინიშნება 6 კვირაში. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ჩივილების განახლება, მკურნალობა უნდა გაგრძერლდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. შეანჯღრიეთ გამოყენების წინ! გვერდითი მოვლენები: არსებული მონაცემების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასება შეუძლებელია:
- მძიმე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით - კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე და ჭინჭრის ციება), აკნე - თავის ტკივილი და თავბრუსხვევა - გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი) - მენსტრუალური ციკლის დარღვევა მომატებული მგრძობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ მასტოდინონის® წვეთების მიღება. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში.
ორსულობა და ლაქტაცია: მედიკამენტების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობისას პრეპარატის მიღება არ არის ნაჩვენები. რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად Vitex Agnus castus-ის ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. მასტოდინონის® პერორალური წვეთების მიღება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
116661
ბრენდი
ბიონორიკა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ადამის ხე /ხეპილპილა/+სამატლე+ყოჩივარად+ქუჩულა+ზამბახა