პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები → ვიტამინების კომპლექსები მიკროელემენტებით
შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ სიროფი შეიცავს:
ვიტამინი A (რეტინილ პალმიტატი) 2333 ს/ე.
ვიტამინი B1 (თიამინი) 0.8 მგ.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0,9 მგ.
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) 8,5 მგ.
ვიტამინი B5 (D-კალციუმის პანტოთენატი) 3,5 მგ.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 0,5 მგ.
ვიტამინი B7 (ბიოტინი) 15.0 მკგ.
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 300 მკგ.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 1,5 მკგ.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 400 ს/ე.
ვიტამინი E (Dლ-ალფა-ტოკოფერილ აცეტატი) 8 ს/ე.
ვიტამინი K1 (ფიტონადიონი) 20 მკგ.
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) 59,7 მგ.
ბეტა გლუკანი 10 მგ.
თუთია 5 მგ.
იოდი 0.12 მგ.
მანგანუმი 1.5 მგ.
სელენი 0.045 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი RH 40.
ფარმაკოლოგიური დახასიათება: სიმბავიტი მაღალეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (შაცცჰარომყცეს ცერევისიაე).
ჩვენებები:
*ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი *არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება *მალაბსორბციის სინდრომი *მადის დაქვეითება, უმადობა *ნერვული ანორექსია *ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია *ჰიპო- და ავიტამინოზები *დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი *ქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი *ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი *იმუნიტეტის დაქვეითება: ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.
დოზირება და მიღების წესი:
6 - 12 თვე: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;
1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2_ჯერ დღეში;
3 - 6 წელი: 10 მლ. 1_ჯერ დღეში;
6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში.
სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის წესი: შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25რჩ ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ბოთლში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
116410
ჯენერიკი
ასკორბინის მჟ+ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/+რეტინოლი