ბეპანთენი პლუს კრემი 30გრ ტუბი #1
ბეპანთენი პლუს კრემი 30გრ ტუბი #1

ბეპანთენი პლუს კრემი 30გრ ტუბი #1

გერმანია

გრენცახი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: დექსპანთენოლი 50მგ-გ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5მგ-გ. დამხმარე ნივთიერებები: DL პანტოლაქტონი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), მაკროგოლის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები: კანის ზედაპირული დაზიანებების სამკურნალოდ, როგორიც არის: მცირე ჭრილობები, დაბეჟილობები, ჭრილობები, ნაკაწრები, დამწვრობები, ნაკბენები, როდესაც არსებობს ინფიცირების რისკი; როგორც ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალება მცირეინვაზიურ ქირურგიაში.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა დექსპანთენოლზე და-ან ქლორჰექსიდინზე ან პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე. არ შეიძლება პერფორირებულ დაფის აპკზე დატანა.

მიღების წესი და დოზირება: კრემი იდება წინასწარ გასუფთავებული ჭრილობის ზედაპირზე ან კანის ანთებით უბანზე, დღე-ღამეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ, მოთხოვნილების შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სახვევის გამოყენება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები მითითებულია სპონტანური შეტყობინებების საფუძველზე, ყოველი მათგანის გამოვლინების ზუსტი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია. კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეკზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით, ასთმის სიმპტომების, კანის სუსტიდან საშუალო დაზიანებამდე, სასუნთქი ტრაქტის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, გულის და სუნთქვის უკმარისობის ჩათვლი. ზემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: ბეპანთენი პლიუსი კარგად გადაიტანება დიდი დოზებითაც კი, არ არსებობს არავითარი საშიშროება ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით. პირში შემთხვევით მოხვედრის დროსაც კი არავითარი სპეციალური ზომების მიღება არაა საჭირო. თვალში შემთხვევით მოხვედრისას, შესაძლებელია უმნიშვნელო გაღიზიანება, რომელიც აღმოიფხვრება წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვით. ერთიდაიგივე დაზიანებულ უბანზე პრეპარატის ხშირმა და მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის ვრცელ უბნებზე, ის განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებების სამკურნალოდ. საჭიროა მოერიდონ კრემის მოხვედრას სასმენ მილში, თვალში ან ლორწოვან გარსებზე. ბეპანთენი პლიუსი რეკომენდებული არ არის გაღიზიანებული კანის დასამუშავებლად, როდესაც დაინფიცირება ნაკლებსავარაუდოა (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია გამსაპნავ ნივთიერებებთან და სხვა ანიონურ შენაერთებთან. ბეპანთენი პლიუსის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან, მათი ურთიერთქმედების გამოსარიცხად (მოქმედების ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია).
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შეზღუდვის აუცილებლობაზე კვლევების მონაცემები არ არსებობს.

შენახვის წესი: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრენცახი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
დექსპანთენოლი+ქლორჰექსიდინი
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი