სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D3 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. COVID 19-ის და მწვავე რესპირატორული ინფექციების რისკი მკვეთრად მცირდება D -ვიტამინის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნების ფონზე ჩვენს ორგანიზმში (19%-ით მცირდება). D3 – ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ასევე ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ხოლო დეფიციტი ხელს უწყობს ნევროლოგიური დაავადებების განვითარებაში. კვლევებმა დაადასტურა რომ D3 – ვიტამინის დეფიციტი იწვევს გაფანტული სკლეროზის განვითარებას. D3 -ვიტამინის ნაკლებობის ფონზე ადვილად ვითარდება ალც-ჰეიმერის დაავადება, ანუ დემენცია, მისი ნორმალური შემცველობა აუცილებელია თავის ტვინის ადეკვატური ფუნქციონირებისთვის. D3 ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D3 ვიტამინის ნორმას. სოლგარის ვიტამინი D3-ის მისაღებად გამოიყენება ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონი, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გასუფთავებული თავისუფალი მინარევებისაგან. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება. ვიტამინის ეს ფორმა წარმოდგენილია ზეთოვანი კაფსულების სახით, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ მის ოპტიმალურ ათვისებას.
დოზირება: გამოიყენება როგორც კვებითი დანამატი 1ჯელატინისებური კაფსულა 1 ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.