პარადოქს იმუნ-555 ტაბლეტი #60

პარადოქს იმუნ-555 ტაბლეტი #60

დიდი ბრიტანეთი

პარადოქს ომეგა ოილსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Vit.D3,C,Zn
ვიტამინი D35000 ს/ე (125სg)
ვიტამინი C 500 მგ
ცინკი 50 მგ
ჩვენი ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები აუცილებელია. ვინაიდან ჩვენს ორგანიზმს მათი სინთეზი არ შეუძლია მათი მიღების წყარო მხოლოდ მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი საკვები ან საკვები დანამატები გახლავთ.
პარადოქს კომპანიამ შეიმუშავა და განავითარა ვიტამინებისა და მინერალების ხაზი სპეციფიკურად იმუნური სისტემის ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი D3, ვიტამინი C თუთია.
ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. აუცილებელია ნერვული, სისხლძარღვოვანი სისტემების ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე კანის, ძვლების, ხრტილების, კბილებისა და ღრძილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
Zinc - თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია იმუნიტეტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ანტიოქსიდანტური აქტივობისათვის (იცავს უჯრედებს დაჟანგვისგან), ძვლების ჯანმრთელობისათვის, ნორმალური და ჯანმრთელი კოგნიტური, ფერტილური და რეპროდუქციული ფუნქციების შენარჩუნებისათვის, თმების, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის.
ვიტამინი D საკვანძო საკვები ნივთიერებაა, რამდენადაც მისი კარგად ცნობილი უამრავი უპირატესობის გამო ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის.
ვიტამინი D3 თამაშობს გადამწყვეტ როლს ეხმარება რა ჩვენს ორგანიზმს გამოიყენოს კალციუმი მყარი ძვლების შექმნისთვის და შენარჩუნებისთვის.

ხელს უწყობს ნორმალური იმუნური სისტემის შენარჩუნებას.
ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
გამოშვების ფორმა:
60 ტაბლეტი PET კონტეინერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, საინფორმაციო ბროშურასთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა:
მოზრდილებში - 1 ტაბლეტი დღეში ან 2 ტაბლეტი კვირაში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უმჯობესია მიიღოთ საღამოს საათებში, ძირითად საკვებთან ერთად.
D ვიტამინის 1000 ს/ე (25სg)-ზე მაღალი დღიური დოზით მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითიმოვლენები:
შესაძლებელია გამოწვეული იყოს თუთიის ან ვიტამინ D-ს მაღალი მაღალი დოზის ხანგრძლივი დროით მიღებისას.
სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას ან მიიღეთ ექიმის ფარმაცევტის მითითებით.
ვიტამინ D-ს მაღალი დოზის დიდი ხნის განმავლობაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჭარბი რაოდენობით კალციუმის დაგროვება (ჰიპერკალცემია) და შინაგანი ორგანოების დაზიანება. ამიტომ პაციენტებმა სარკოიდოზით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს.
მაღალი დოზით ხანგრძლივად თუთიის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში სპილენძის დონის შემცირება. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები საკონსულტაციოდ უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს. ხანგრძლივი დროით 50 მგ თუთიის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
პაციენტებმა რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს ვიტამინის მიღებამდე საკონსულტაციოდ უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს.
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა ნებისმიერი ვიტამინებისა ან მინერალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ გრილ ადგილას, 25˚C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის.
იხილეთ შენახვის ვადა შეფუთვაზე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ, 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პარადოქს ომეგა ოილსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/+ასკორბინის მჟ+თუთია
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი