ნერვექსი ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5
ნერვექსი ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5

ნერვექსი ხსნარი საინექციო 2მლ ამპულა #5

ინდოეთი

ულტრა ლაბორატორია
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - B1+B6+B12+PP+dexpanthenol
ნერვექსი პრეპარატის ფორმა ხსნარი ამპულებში 2 მლ შემადგენლობა: ერთი ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: თიამინ ქლორიდი (ვიტამინ B1) 100 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6) 100 მგ ციანოკობალამინი (ვიტამინ B12) 1000 მკგ ნიკოტინამიდი (ვიტამინ PP) 100 მგ D-პანტენოლი 50 მგ შემავსებლები ბენზილის სპირიტი 2% წონა/მოც ფენოლი 0,5% წონა/მოც ფარმაკოთერაპიული ჯგუფი პოლივიტამინი ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის ნეიროტროპული აქტიური ნივთიერებების კომბინაციას. შემცველი ვიტამინები: თიამინ (B1), პირიდოქსინი (B6) და ციანოკობალამინი (B12) განსაკუთრებულ როლს ასრულებენ კოენზიმების სახით შუალედურ მეტაბოლიზმში, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. (B1), (B6), (B12) ვიტამინების თერაპიული შეყვანა ორგანიზმში ავსებს ვიტამინების არასაკმარის მიღებას საკვებთან ერთად, რაც ორგანიზმში აუცილებელი კოენზიმების არსებობას უზრუნველყოფს. B ჯგუფის ვიტამინების გამოყენება ზრდის მათ თერაპიულ ეფექტურობას, ვინაიდან ითვლება, რომ კომბინაციის ეფექტურობა აჭარბებს ცალკეული ფაქტორების ეფექტურობას. ამ ვიტამინების თერაპიული გამოყენება ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებების დროს განაპირობებს, ერთის მხრივ, არსებული დეფიციტის კომპენსირებას (შესაძლოა უშუალოდ დაავადებით განპირობებული ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილების გამო), მეორეს მხრივ, ბუნებრივი მექანიზმების სტიმულირებას, რომლებიც მიმართულია აღდგენისადმი. იმავდროულად, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის ანალგეზიური მოქმედება დადებით გავლენას ახდენს თერაპიულ შედეგზე. ნიკოტინამიდი – ვიტამინი (ვიტამინი B3, ვიტამინი PP). აგებულებით ახლოსაა ნიკოტინმჟავასთან. კოდეჰიდროგენაზა I (NAD) და II (NADH)-ის (მონაწილეობენ უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესებში) მნიშვნელოვანი კომპონენეტია. მონაწილებს ცხიმების, ცილების, ამინომჟავების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოგენოლიზში. არ იწვევს სისხლძარღვების გამოხატულ გაფართოებას, მისი გამოყენებისას არ აღინიშნება კანის საფარველის შეწითლება და თავში სისხლის “მოზღვავების” შეგრძნება. აქვს პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება. D-პანტენოლი - B ჯგუფის ვიტამინი – პანტოთენის მჟავების წარმოებული. ორგანიზმში დექსაპანთენოლი გადადის პანტოთენის მჟავაში, რომელიც კოენზიმ-A-ს შემადგენელი ნაწილია და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში, აცეტილქოლინის, კორტიკოსტეროიდების, პორფირინების სინთეზში; ასტიმულირებს კანის, ლორწოვანი გარსების რეგენერაციას, იწვევს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აჩქარებს მიტოზს და აძლიერებს კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. რეგენერაციული, მეტაბოლური და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ფარმაკოკინეტიკური თვისებები თიამინი შიგნით მიღების შემდეგ ექვემდებარება დოზა-დამოკიდებულ ტრანსპორტირებას, მექანიზმი, რომელსაც ორმაგი ბუნება გააჩნია: აქტიური შეწოვა 2 მკმოლი კონცენტრაციამდე და პასიური დიფუზია 2 მკმოლ-ზე მაღალი კონცენტრაციებისას. ნახევრად გამოდევნის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 სთ-ს. სწრაფი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით გამოიყოფა 4-10 დღის შემდეგ. პირიდოქსინი პირიდოქსინი შეიწოვება ძალიან სწრაფად, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილებაში, და გამოიყოფა მაქსიმუმ 2-5 სთ-ში. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 40-150 მგ-ს. დღე-ღამეში შარდთან ერთად გამოიყოფა 1,7-3,6 მგ. ციანოკობალამინი ციანოკობალამინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 2 მექანიზმის მეშვეობით: - გამოთავისუფლება კუჭის წვენის ზემოქმედების ქვეშ და შიდა ფაქტორით სწრაფი შებოჭვა - შიდა ფაქტორის მიუხედავად სისხლიდან პასიური გამოდევნის ხარჯზე. 1,5 მკგ-ზე მაღალი დოზების დროს უკანასკნელი მექანიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. B12 ვიტამინის ჭარბი რაოდენობა გროვდება ღვიძლში. ღვიძლიდან ნაღველთან ერთად გამოიყოფა ნაწლავებში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რეაბსორბციას განიცდის ნაწლავებისა და ღვიძლის ცირკულაციაში. B12 ვიტამინის მეტაბოლიზმის სიჩქარე დღე-ღამეში შეადგენს 2,5 მკგ. ნიკოტინამიდი სწრაფად გადანაწილდება ყველა ქსოვილში. გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ნიკოტინამიდ-N-მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ულტრა ლაბორატორია
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
თიამინი+პირიდოქსინი+ციანკობალამინი+ნიკოტინამიდი+დეპანტენოლი
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი