პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - benfotiamine, pyridoxine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები
ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები - ბენფოთიამინი 100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, დამხმარე ნივთიერებები - მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, გრძელჯაჭვიანი პარციალური გლიცერიდები, ტალკი.
გარსის შემადგენლობა - შელაკი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი (E170), ტალკი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, მაკროგოლი 6000, 85% -იანი გლიცერინი, პოლისორბატი 80, გლიკოლის მთის ცვილი.
აღწერა
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გარსით დაფარული, თეთრი ფერის, გლუვი ზედაპირით; დასაშვებია უსწორმასწორობა, უხეშობა და პატარა წინკწლები.
ჩვენებები
გამოიყენება სიმპტომატიური თერაპიისთვის ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისას: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), მიალგია, რადიკულარული სინდრომები, რეტრობულბარული ნევრიტი, შემომსარტყვლელი ჰერპესი , სახის ნერვის პარეზი. სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია B ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით.
მიღების წესები და დოზები
1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში საჭირო რაოდენობის სითხესთან ერთად .
მძიმე შემთხვევებში და მწვავე ტკივილებისას, სისხლში პრეპარატის დონის სწრაფი ზრდისათვის საჭიროა ერთი ინექცია (2 მლ) ღრმად კუნთში. გამწვავების გავლის შემდეგ და დაავადების მსუბუქ შემთხვევების დროს საჭიროა 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში. შემდგომში მკურნალობის გაგრძელებისთვის მიიღება თითო ტაბლეტი ყოველდღე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლო ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტაქიკარდია, ჩნდება გამონაყარი(აკნე). აისახება კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა, მაგალითად გამონაყარი, გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.
უკუჩვენება
დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე და გამწვავებული ფორმები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ვიტამინს არ აქვს არავითარი უკუჩვენება 25 მგ-მდე დოზის ყოველდღიური მიღებისას ორსულობის და ლაქტაციის დროს. ტაბლეტი კი შეიცავს 100 მგ B1 და B6 ვიტამინებს და ამიტომ ამ შემთხევაში მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას ხდება პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება. პირველი დახმარება მდგომარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამორეცხვაში, აქტივირებული ნახშირის მიღებაში, სიმპტომატიური თერაპიის დანიშვნაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
129649
ბრენდი
მაუერმან არცნეიმიტელ
ჯენერიკი
ბენფოთიამინი+პირიდოქსინი