მერცის სპეციალური დრაჟე #60

მერცის სპეციალური დრაჟე #60

გერმანია

მერც ფარმა
პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → პოლივიტამინური პრეპარატები → პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.
რეტინოლი (ვიტამინი A) უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, ინარჩუნებს ეპითელიალური უჯრედების მთლიანობას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, მოქმედებს სასქესო და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ამცირებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციაზე, ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას. აუმჯობესებს კოლაგენის წარმოებას.
თიამინი (ვიტამინი B1) თამაშობს მთავარ როლს ნახშირწყლოვან ცვლაში, აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონიერებისთვის.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისიტემის რეგულაციაში.
კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინი B5) თამაშობს მთავარ როლს ცილებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვით პროცესებში, აუმჯობესებს ნერვული სისტემის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.
რკინა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.
თუთია უზრუნველყოფს ფრჩხილების ნორმალურ ზრდას. ბიოტინი და თუთია უზრუნველყოფს თმის ნორმალურ ზრდას.

ჩვენებები
ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა. მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილებით, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში გადატანილი დაავადებების შემდეგ, არასაკმარისი კვება (დიეტა, შიმშილობა), ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას.

მიღების წესი და დოზები
ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს პერორარულად

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. A და D ვიტამინის ჰიპერდოზირება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის მიერ ვიტამინების სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად, თუმცა პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელმაც დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი მოქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერც ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
მულტივიტამინები
ფორმა
დრაჟე
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი