კატაბალახას ნაყენი 25მლ ფლაკონი #1

კატაბალახას ნაყენი 25მლ ფლაკონი #1

საქართველო

თბილისის ფქ
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: გ-25 მლ
აქტიური სუბსტანცია: კატაბალახას ფესურები ფესვებით 5 გ; არააქტიური სუბსტანცია (ექსტრაგენტი): ეთანოლი 70 პროცენტი საჭირო რაოდენობით 25 მლ ნაყენის მისაღებად.

ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის (მომატებული ემოციური აღგზნებადობა გაღიზიანება, ძილის დარღვევა და სხვა,)), გულ-სისხლძარღვათა სისტემის (ნეიროცირკულარული დისტონიების) აქტივობის ფუნქციური დარღვევის დროს, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების სპაზმების დროს.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა, რეკომენდირებულია 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, სტაბილური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე, ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 წვეთი 1 წელზე გადაანგარიშებით.

უკუჩვენება: პრეპარატი არ გამიყენება ავადმყოფებში დეპრესიით და სხვა დარღვევებით, რომელთაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა. ასევე უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ეთილის სპირტი არ არის რეკომენდირებული ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: კატაბალახას ნაყენი აძლიერებს ალკოჰოლის, საგულე,სედაციური, საძილე, ანალგეზიური, ჰიპოტენზიური, სპაზმოლიზური საშუალებების აქტივობას.

ჭარბი დოზირება: პრეპრატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოხატული გვერდითი მოვლენების განვითარება: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, მხედველობის და სმენის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება. უცილებელია მსაგავს შემთხვევებში პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა: აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლური და მასტიმულირებელი სასმელები არ არის რეკომენდირებული.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა შეიძლება შეინიშნებოდეს ემოციური რეაქციების დათრგუნვა, ძილიანობა,შრომისუნარიანობის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები (კანის შეწითლება,Qქავილი, გამონაყარი და სხვა

შეფუთვა: 25 მლ ნაყენი, მუქი ყავისფერ პეტ-ის ფლაკონში.

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თბილისის ფქ
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კატაბალახა
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი