პროდუქტის შესახებ
დასახელება - ვენტუსი 400მგ #20ტ
ჩვენება
დოქსოფილინი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) და სპასტიკური ბრონქული კომპონენტიანი ფილტვების დაავადების სამკურნალოდ.
გამოყენების დოზირების მეთოდი
დოქსოფილინის ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული ერთი ტაბლეტის სახით (400 მგ) დღეში ორჯერ. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში სამჯერამდე ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში
ორსულობა
ცხოველებზე რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსოფილინი არ იწვევს ნაყოფის მიმართ ზიანს ორსულ ცხოველებზე გამოყენებისას და არ ახდენს ზემოქმედებას რეპროდუქციულ უნარზე. თუმცა, რადგანაც ორსულობის დროს ადამიანებში გამოცდილება შეზღუდულია, ქსანთენები ორსულებს უნდა მიეცეთ მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია
დოქსოფილინი უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში.
უკუჩვენებები
დოქსოფილინი უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომლებსაც აქვთ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ. ის ასევე უკუნაჩვენებია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში და მეძუძურ ქალებში.
გაფრთხილებები
გამოიყენეთ სიფრთხილით ჰიპერტენზიის, გულის დაავადების, ჰიპოქსემიის, ჰიპერთირეოზის, მარჯვენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის დაავადების, თირკმლის დაავადების, ანამნეზში პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
160263
ბრენდი
მარს ტერაპევტიკს ენდ ქემიკალს