ტეტესეპტი ყელის სპრეი ისლანდიური ხავსით, 30მლ: ზღვის მარილები, დექსპანთენოლი და პიტნა. ატენიანებს გამომშრალ, გაღიზიანებულ ყელს. იყიდე ფარმადეპოში.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ყელის ტკივილისა და ხველით გამოწვეული გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა
1 მლ ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის მარილების ჰიპერტონულ ხსნარს ისლანდიური ხავსის ექსტრაქტთან ერთად, დექსპანთენოლსა და პიტნის არომატულ ზეთს. სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, სორბინის მჟავა.
არ შეიცავს ალკოჰოლს. არ შეიცავს გაზებს. შეიცავს პიტნის ზეთს.
შეიცავს დექსპანთენოლს.
ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით ატენიანებს ყელსა და ხახას და ამით ხსნის ყელის ტკივილს და გაღიზიანებას ხველის დროს.
ისლანდიური ხავსის, დამატენიანებელი დექსპანთენოლისა და ბუნებრივი წარმოშობის მარილების შესანიშნავი კომბინაცია წარმოქმნის დამცავ დამამშვიდებელ ფენას გაღიზიანებულ ლორწოვან გარსზე, რაც ამსუბუქებს ყელის ტკივილსა და ხველას. ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით ხასიათდება სამმაგი ეფექტით:
მიღების წესი და დოზირება
საჭიროების მიხედვით, მოზრდილებსა და სკოლის ასაკის ბავშვებში საჭიროა დღეში რამდენჯერმე 1-2 შესხურება ყელში. გამოსადეგია ყოველდღიური გამოყენებისათვის ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. თუ ყელსა და ხახაში არსებული დისკომფორტი არ გაუმჯობესდა 14 დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.