სტრეპსილსი ინტენსივი თაფლი და ლიმონი ტაბლეტი საწუწნი #24
დიდი ბრიტანეთი
რეკიტ ბენკიზერი
GEL
in stock
new
9.02₾
17.34₾
-48.0%
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Spiritus dichlorbenzile;Amylmetacresol შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტი – 1.2 მგ, ამილმეთაკრეზოლი – 0.6 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება. ფარმაკოლოგიური მოქმედება: მიკრობების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის პირისა და ყელის ღრუში. გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
გამოყენების ჩვენებები პირისა და ყელის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა (ტკივილი ყლაპვისას). ლიმონითა და ბალახებით სტრეპსილსის საწუწნი ტაბლეტების გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.
უკუჩვენებები • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ • ბავშვთა ასაკი (5 წლამდე)
გამოყენების წესი და დოზები მოზრდილები და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გაიწუწნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება არ შეიძლება.