სინეკოდის წვეთები მშრალ, დამქანცველ ხველას ამშვიდებს. წვეთების ფორმა ბავშვებისთვის მოსახერხებელია. დოზა ასაკის მიხედვით, ინსტრუქციით.
საერთაშორისო დასახელება
Butamirate
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
შემცველობა
სიროფი: ბუტამირატის დიჰიდროგენოციტრატი 15 მგ/10 მლ.
სხვა ინგრედიენტები: შემავსებლები – სორბიტოლი, საქარინი, ვანილინი; კონსერვანტი E210.
პერორალურად მისაღები წვეთები ბავშვებისათვის: ბუტამირატის დიჰიდროგენოციტრატი 5 მგ/1 მლ.
სხვა ინგრედიენტები: შემავსებლები – სორბიტოლი, საქარინი, ვანილინი; კონსერვანტი E210.
სიროფი და წვეთები დამატკბობლების სახით შეიცავენ საქარინს ან სორბიტოლს, ამიტომ ყველა ამ ფორმის დანიშვნა შეიძლება ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.
გამოყენების ჩვენებები
გამოყენების წესი და დოზები
საბავშვო წვეთები:
სიროფი:
შეძლებისდაგვარად წვეთები და სიროფი გამოიყენება ჭამის წინ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოქმედება
გამონაყარი, ღებინება, თავბრუსხვევა (სიხშირე 1%-ზე ნაკლები), რომლებიც ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას.
ურთიერთქმედება
გამოვლენილი არ არის.
ჭარბი დოზა
შემთხვევით ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლინება: ძილიანობა, ღებინება, გულისრევა, დიარეა, წონასწორობის შეგრძნების დაკარგვა და ჰიპოტენზია. ჭარბი დოზის შემთხვევაში ინიშნება აქტივირებული ნახშირი, მარილიანი საფაღარათო საშუალებები, ასევე ტარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის ფუნქციის შემანარჩუნებელი ღონისძიებები.