პროსპანი სუროს ფოთლის ექსტრაქტზე დაფუძნებული სიროფია: ხველას ამშვიდებს დასიმპტომური საშუალების სახით ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში. ნახველს ათხელებს. შესაფერისია ბავშვებისთვისაც, ასაკის დოზით.
ხანარის 100 მლ შეიცავს 0.7 გ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს [(5-7.5):1].
ექსტრაგენტი: ეთანოლი 30% (მოც/მოც).
დამხმარე ნივთიერებისთვის იხ. 6.1.
სიმპტომური საშუალების სახით ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ სიროფი 2-ჯერ დღეში, 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში, 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში, მოზრდილებსა და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 5-7.5 მლ სიროფი 3-ჯერ დღეში, თანდართული საზომი თავსახურის მეშვეობით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპსა და სიმძიმეზე, მაგრამ არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუნდაც სასუნთქი გზების უმნიშვნელო ანთების შემთხვევაშიც.
თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა კიდევ 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ და ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს კარგად დაახურეთ თავსახური!
პროსპანი ხველის სიროფი არ შეიცავს ეთანოლს, შაქარს და საღებავებს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 2.5 მლ სიროფი შეიცავს 0.963 გ სორბიტოლს, რომელიც შეესაბამება 0.08 BU-ს. სუროს თერაპიულად ეფექტიანი ექსტრაქტის მისაღებად ადსორბენტის სახით გამოიყენება ეთანოლი, რომელიც შემდგომში გამოშრობის პროცესში სრულად ქრება ექსტრაქტიდან.
პროსპანი ხველის სიროფი სიფრთხილით გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სუროს თერაპიულად ეფექტიანი ექსტრაქტის მისაღებად ადსორბენტის სახით გამოიყენება 30% მოც/მოც ეთანოლი. მიუხედავად ამისა, გამოშრობის პროცესში ის სრულად გამოიდევნება ექსტრაქტიდან.
ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. მნიშვნელოვნად მაღალი დოზების (სამჯერ მეტი სადღეღამისო დოზით) პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ჭარბ დოზირებას მკურნალობენ სიმპტომურად.
სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის გამოყენება სხვადასხვა ცხოველებზე მწვავე ტოქსიკურობის შესწავლისას, არ გამოვლენილა მისი ტოქსიკურობა 3 გ/კგ სხეულის მასაზე პერორალური მიღების და 0.5 გ/კგ სხეულის მასაზე კანქვეშ შეყვანის დროს.
ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში 3 თვის განმავლობაში, სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი შეჰყავდათ Wistar-ის ვირთხებში პერორალურად საშუალო დოზით 30-750 მგ/კგ სხეულის მასაზე.
დადგინდა, რომ ცხოველებმა კარგად გადაიტანეს აღნიშნული დოზები, მათ არ აღენიშნებოდათ არც ორგანოების დაზიანებები და არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ერთადერთი განსხვავება იყო ჰემატოკრიტის შექცევადი მატება, ისიც უფრო მაღალი დოზირების დროს და შემცირება ICSH-ს სეკრეციაში.
სუროს ფოთლებიდან იზოლირებულ a-ჰედერინს, b-ჰედერინს და d-ჰედერინს არ აღმოაჩნდა მუტაგენური პოტენციალი ეიმის ტესტში Salmonela Typhimurium TA 98-ის გამოყენებით, S9-ს აქტივაციით ან აქტივაციის გარეშე.
ზოგიერთ კვლევაში (როგორც in-vitro, ასე in-vivo) სუროს ფოთლების მშრალი ექსტრატის მუტაგენური პოტენციალი არ გამოვლენილა.
სუროს ფოთლების ექსტრაქტზე არ იყო ჩატარებული ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა რეპროდუქციული სისტემის ფუნქციაზე ზემოქმედების ან კანცეროგენობის შესახებ.
გასუფთავებული წყალი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, ქსანტანის გუმფისი, ალუბლის არომატიზატორი, სორბიტოლის ხსნარი 70% (კრისტალიზებული).
2.5 მლ სიროფი შეიცავს 0.963 გ სორბიტოლს = 0.08 პურის ერთეულს.
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ყურადღება!
სუროს ექსტრაქტის შემცველობის გამო, შენახვის პროცესში შესაძლებელია ხსნარის მცირეოდენი შემღვრევა და გემოს უმნიშვნელო ცვლილება, რაც არ მოქმედებს პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე.