მუკონები ხსნარი საინჰალაციო 3% 4მლ ამპულა #30
მუკონები ხსნარი საინჰალაციო 3% 4მლ ამპულა #30

მუკონები ხსნარი საინჰალაციო 3% 4მლ ამპულა #30

ესპანეთი

ლაბ. ალდო-უნიონი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Natrii chloridum
დანიშნულება:
ქვედა სასუნთქ გზებში სეკრეციის მობილიზების ზრდა ოსმოსური ეფექტიდან გამომდინარე, მაგალითად კისტოზური ფიბროზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქიოლიტის შემთხვევაში…
აფერხებს ბრონქების ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.
საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ნაკადური ან ულტრაბგერითი ნებულაიზერით.
გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.
შეფუთვის ფორმა:
შეფუთვა 30 ამპულა, 4 მლ მონოდოზა
შემადგენლობა:
ნატრიუმის ქლორიდი 3 გრ
გამოხდილი წყალი 100 მლ
არ შეიცავს კონსერვანტებს
გამოყენების წესი (ინსტრუქცია):
საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის რეკომენდირებული დოზაა 1 ამპულა 2-4 ჯერ დღეში.
აიღეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი და გახსენით იგი ზედა ნაწილის მოტრიალებით.
მოათავსეთ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერში.
გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დროებითი ხასიათის მქონე გაღიზიანებები (ხველა) ან ბრონქების შექცევადი შევიწროება.
ექიმების რეკომენდაციაა ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატის გამოყენებით წინასწარი მკურნალობა.
არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების სიფრთხილის ზომები:
ერთჯერადი გამოყენება.
მხოლოდ ინჰალაციის გზით.
დაუშვებელია ინექციის სახით გამოყენება.
ერთჯერადი დოზის გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ ის არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ დაზიანებული ერთჯერადი დოზა.
დაიცავით ნებულაიზერის აპარატის მწარმოებლის მიერ მითითებული გამოყენების წესი.
სუნთქვის პრობლემების ან ჭარბი მგძნობიარობის შემთხვევაში საინჰალაციო ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე.
დაუშვებელია სხვა პრეპარატების შერევა.
არ დატოვოთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ არცერთი გახსნილი კონტეინერი მეორედ: ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი მეორადი გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა, რომ მოხდეს დაბინძურებული ხსნარის მიღება.
საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარი მიეკუთვნება IIა კლასის სანიტარულ პროდუქციას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ალდო-უნიონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის ქლორიდი
დოზა
3%
ფორმა
ხსნარი საინჰალაციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
მოცულობა
4მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი