ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5
ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5

ლიმფომიოზოტი ხსნარი საინექციო 1.1მლ ამპულა #5

გერმანია

ჰეელი
პროდუქტის შესახებ
ლიმფომიოზოტი
შემადგენლობა: 1.1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Myosotis arvensis D3 - 0,55 მგ, Veronica officinalis D3 - 0,55მგ, Teucrium scorodonia D3 - 0,55 მგ, Pinus silvestris D4 - 0,55 მგ, Gentiana lutea D5 - 0,55 მგ, Equisetum hiemale D4 - 0,55 მგ, Smilax D6 - 0.55 მგ, Scrophularia nodosa D3 - 0,55 მგ, Calcium phosphoricum D12 - 0,55 მგ, Natrium sulphuricum D4 - 0,55 მგ, Fumaria officinalis D4 - 0,55 მგ, Levothyroxinum D12 - 0.55 მგ, Araneus diadematus D6 - 0.55 მგ, Geranium robertianum D4 - 1,1 მგ, Nasturtium officinale D4 - 1,1 მგ, Ferrum jodatum D12 - 1,1 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: ლიმფადენოპათიები, მეზოადენიტი, ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების ჰიპერტროფია; ტონზილოგენური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია; იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ალერგიული, ექსუდაციური და ლიმფური დიათეზები, ალერგია; დიაბეტური პოლინეიროპათია; ლიმფატიზმი, სპილოვნება; ძუძუს მოკვეთის და სხვა ოპერაციის, ტრავმის შემდგომი ლიმფური შეშუპებები; გულისმიერი და თირკმლისმიერი შეშუპებები; კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში: 1 ამპულა. შეიყვანება კუნთებში, ვენაში, კანქვეშ, კანში, სახსარში და სახსრის გარშემო, სეგმენტურად და აკუპუნქტურის წერტილებში 1-2-ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებში ყოველდღე ან დღე გამოშვებით. აღნიშნული გზით შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება ხდება “დასალევი ამპულების” სახით.

გვერდითი მოვლენები: ერთეულ შემთხვევებში მომატებული ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის, ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: ჰიპერთირეოზის დროს შესაძლოა აღინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის მატება. ამიტომ, აღნიშნული დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლით. ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის მიღების საკითხს წყვეტს ექიმი ინდივიდუალურად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი - 1 ც 1,1 მლ ამპულა.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰეელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
1.1მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი