ლაზოლვანი 30მგ – ამბროქსოლის ტაბლეტი, ათხელებს ნახველს და აადვილებს ხველას. 20 ტაბლეტი.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი
ლაზოლვანი 30 მგ
პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები.
აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კოპოვიდონი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, კროსპოვიდონი.
ტაბლეტები.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი არის სინთეზური სეკრეტოლიტური და სეკრეტომოტორული პრეპარატი. ის ასტიმულირებს ბრონქებში ლორწოს წარმოქმნას, ხელს უწყობს მის გათხელებას და აუმჯობესებს გამოყოფას მოციმციმე ეპითელის აქტივობის გაზრდის ხარჯზე.
ამბროქსოლი ზრდის ფილტვებში სურფაქტანტის კონცენტრაციას და ხელს უწყობს მისი განადგურების თავიდან აცილებას. გააჩნია უმნიშვნელო ხველის საწინააღმდეგო ეფექტი. ამბროქსოლი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები და ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის ელიმინაციის გაძნელება:
გამოიყენება ფილტვებზე ოპერაციის შემდეგ გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე ბრონქოსკოპიისთვის მოსამზადებლად და ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადაზე მეტი დროის განმავლობაში.
ორსულობის II და III ტრიმესტრებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს გაქრობას, ან პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ან განვითარდება არასასურველი რეაქციები, აუცილებელია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ზრდის დოქსიციკლინის, ცეფუროქსიმისა და ამოქსიცილინის თერაპიულ ეფექტურობას. პრეპარატი იწვევს ფილტვებში რიფამპიცინის კონცენტრაციის მომატებას.
ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება გულის გლიკოზიდებთან და დიურეტიკებთან ერთად. თერაპიულად მიზანშეწონილია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის კომბინაცია თეოფილინთან.
არ არის რეკომენდებული ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად, თუმცა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ იწვევს გვერდით მოვლენებს ჩვილებში.
მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ, აუცილებლობისას კი — დღე-ღამეში 3-ჯერ.
ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-ჯერ.
5-დან 12 წლამდე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 15 მგ (1/2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2–3-ჯერ, 2-დან 5 წლამდე ბავშვებში კი 7,5 მგ (1/4 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2–3-ჯერ.
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
თერაპიული დოზა ბავშვებში შეადგენს 1,2–1,6 მგ/კგ-ს დღე-ღამეში 2–3-ჯერ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 4–14 დღეს.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები აღწერილი არ არის, თუმცა შესაძლებელია საჭმლის მონელების მოშლა, ეპიგასტრალურ მიდამოში დისკომფორტი ან ტკივილი, კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა და პირღებინება.
ჭარბი დოზის მიღების სხვა შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
თერაპია: სიმპტომატური.