ჰედელიქსის წვეთები სუროს ფოთლის ექსტრაქტს შეიცავს: ხველას ამსუბუქებს და ნახველის გამოყოფას ეხმარება. ალტერნატივა ჰედელიქსის სიროფს.
საერთაშორისო დასახელება
FOLIA HEDERAE HELICIS
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები: ფლაკონში 50 მლ.
1 მლ (30 წვეთი) შეიცავს სუროს ფოთლების თხიერ ექსტრაქტს შაქრისა და სპირტის გარეშე: 0.1 გ (1:1).
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი, არომატული ნივთიერება.
ჩვენებები
მიღების წესი და დოზირება
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში:
ჰედელიქსი ინიშნება განზავების გარეშე. ჩვილ და პატარა ასაკის ბავშვებში პრეპარატი განზავდება ხილის წვენთან ან ჩაისთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სიმძიმეზე. მსუბუქი ფორმის დაავადების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. თერაპიული შედეგის შესანარჩუნებლად მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ კიდევ 2-3 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
მონაცემები არ მოიპოვება.
უკუჩვენებები
არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები
ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები არ მოიპოვება.