ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1
ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1

ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი

ამბროქსოლი ბენეს სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა.

პროდუქტის შესახებ

ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ

შემადგენლობა:

​100გრ სიროფი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 0,3 გ ან 0,6 გ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზოის მჟავა, ღვინის მჟავა, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, სორბიტოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის საქარინი, ხენდროს არომატიზატორი, გასუფთავებულ წყალს.


ჩვენებები:

სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • ბრონქიალური ასთმა ნახველის ამოღების გართულებით;
  • პნევმონია;
  • ბრონქოექტაზიური დაავადება;


დოზირების რეჟიმი:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. 15მგ5მლ ამბროქსოლი ბენე ფარმის ხსნარი ინიშნება შემდეგ რეჟიმში:

  • ზრდასრულებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ - 10მლ (2 ჩაის კოვზი)- 3-ჯერ დღე-ღამეში
  • ბავშვებს 6-დან 12-წლამდე - 5მლ (1 ჩაის კოვზი) - 2-3–ჯერ დღე-ღამეში
  • ბავშვებს 2-დან 6-წლამდე - 2,5მლ (1|2 ჩაის კოვზი) - 3-ჯერ დღე-ღამეში

მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. 14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2–ჯერ შემცირება.


გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღებისას დიდი დოზებით – გულისრევა, დიარეა, ტკივილები მუცლის არეში. იშვიათად–სისუსტე, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.


ორსულობა და ლაქტაცია:

ამბროქსოლი ბენე ფარმიუკუნაჩვენებია ფეხმძიმობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში მიღების აუცილებლობის შემთხვევაში და ლაქტაციის პერიოდში უნდა შეფასდეს თერაპიის სარგებლობა დედისთვის და შესაძლებელი რისკი ნაყოფისთვის.


ტრანსპორტის მართვისა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება:

პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ზეგავლენას არ ახდენს ისეთი საქმიანობის დროს, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.


შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:

ვარგისობის ვადა 3 წელი.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ამბროქსოლი
დოზა
15მგ/5მლ
ფორმა
სიროფი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ